მარნეულის "დელტამ" ლევან ფაცაცია დაიმატა

AutoSharing Option
მარნეულის "დელტამ" სეზონის ბოლომდე საქართველოს ნაკრების წევრი, გამოცდილი უნივერსალი ლევან ფაცაცია დაიმატა. მიმდინარე რეგულარულის დასაწყისში ფაცაცია "დინამოს" შემადგენლობაში იყო.

ლევან ფაცაცია: "დელტაში" გადასვლა ჩემთვის ახალი გამოწვევაა. მინდა, გუნდს მაქსიმუმი მივცე და მჯერა, რომ გუნდს აქვს პოტენციალი. მინდა მადლობა გადავუხადო კლუბის ხელმძღვანელებს ნდობისთვის. ჩემთვის ეს ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია".

თემურ კანკია ("დელტა", მთავარი მწვრთნელი): "ჩვენმა გუნდმა მიიღო გამოცდილება, რაც ყოველთვის აუცილებელია. ამ მოთამაშეს კარგად ვიცნობ. ვიცი, რომ ფაცაცია არის მებრძოლი და ამ თვისებას ყველა აფასებს".

ირაკლი შარვაძე ("დელტა", პრეზიდენტი): "საქართველოს
ნაკრების წევრი, სუპერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, სამაგალითო თანაგუნდელი - ვფიქრობ, "დელტამ" სწორი არჩევანი გააკეთა".

ამ სეზონში ფაცაციას საშუალო სტატისტიკა არის 8.8 ქულა, 4.5 მოხსნა და 4.3 შედეგიანი გადაცემა (VIII შედეგი სუპერლიგაში).
ლევანის დებიუტი ახალ გუნდში დღეს, "რუსთავთან" შედგება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0