ეს მატჩი მოკლე დროში გაბათილებული სხვაობის მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გამოდგა ბოლო წლების ქართული კალათბურთის ისტორიაში. მატჩის დასრულებამდე 3:30 წუთით ადრე მარნეულელები 14 ქულით – 83:69 იგებდნენ, თუმცა დარჩენილ მოკლე დროში მასპინძლებმა მცირე სასწაული მოახდინეს და ანგარიში გაათანაბრეს. რუსთაველებს მოგება ძირითად დროშივე შეეძლოთ, თუმცა გოგა ცეკვავამ საფინალო სირენამდე 5 წამით ადრე 2-დან 1
ძირითადი დროის ბოლო 3 წუთში და დამატებით 5-წუთეულში რუსთაველებმა ჯამში 8 სამქულიანი ჩააგდეს: 4 რეზო ჩაჩანიძემ და 4-იც – ადამ ბლეიზეკმა. ამ უკანასკნელმა ძირითადი დროის დასრულებამდე 2 წუთით ადრე ერთ შეტევაში 5 ქულა მიითვალა. 83:72 მოლიდერე “მარნეულის” ამერიკელი ლეგიონერი, ნიკოლას ნილი ბლეიზეკზე არასპორტულად დაჯარიმდა, რუსთაველთა უკანახაზელმა კი ორივე საჯარიმოც ჩააგდო და წამებში სამქულიანიც მიითვალა. შემდეგ ჩაჩანიძის ჯერი დადგა, რომელმაც ორ შეტევაში თითო სამქულიანი მიითვალა და სწორედ ამ გარდატეხის შემდეგ გადავიდა თამაში ოვერტაიმში.
ჯიბიდან ამოღებული გამარჯვების მიუხედავად, მარნეულელები არ გატყდნენ, დამატებით დროში ქულას ქულაზე იხვეჭდნენ და ბოლო წუთზე 3-ქულიანი ლიდერობა და შეტევაც შერჩათ. “დელტას” მოთააშეებმა მიუტევებელი 2 შეცდომა დაუშვეს. ორჯერ ზედიზედ დაკარგეს ბურთი, რასაც რეზო ჩაჩანიძზემ ორქულიანით უპასუხა და 1 ქულით ჩამორჩენილ “რუსთავს” თამაშის გადასარჩენად 22 წამი დარჩა. ბურთი მეტოქის ნახევარზე ადამ ბლეიზეკმა გადაიტანა და გზაში ის კინაღამ ორჯერ დაკარგა. ნიკ ნილს ძალიან ცოტა დააკლდა ჩაჭრამდე, თუმცა ბლეიზეკმა ბურთი შეინარჩუნა და სამქულიან ნიშნულამდე არმისული, დაახლოებით 8-9 მეტრიდან გამარჯვების სამქულიანი ჩააგდო – 101:99.
დარჩენილ 6 წამში “მარნეულმა” მოასწრო შეტევის ორგანიზება, თუმცა საბა ლობჯანიძემ ჯერ სამქულიანი ააცილა, შემდეგ კი აცილებულ დაამატა, მაგრამ … გამარჯვებულ რუსთაველებს 29 ქულით, 6 პასით და 4 ჩაჭრით ბლეიზეკმა ულიდერა. 27 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა ტაირელ ნელსონმა, ხოლო რეზო ჩაჩანიძემ შეხვედრა 24 ქულით და 5 პასით დაასრულა. ორმაგი დუბლი – 16 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა პოლ კუპერმა. “მარნეულში” 26 ქულით და 7 მოხსნით საუკეთესო იყო არტიომ შვეცი. 24 ქულა საბა ლობჯანიძემ მოაგროვა, ხოლო ნიკ ნილმა პირად ანგარიშზე 20 ქულა ჩაიწერა.
დღეს მეორე მატჩი ქუთაისში გაიმართა, სადაც “ბათუმი” ჩავიდა და მასპინძლებს საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა გაუწია. ქუთაისელებმა პირველი პერიოდი 7 ქულით მოგეს, ხოლო დიდი შესვენებისთვის უკვე 18-ით იგებდნენ. სწორედ 18 ქულით – 28:10 მოიგო მესამე პერიოდი აჭარულმა გუნდმა და ბოლო ათწუთულის წინ ანგარიში თანაბარი გახლდათ თუმცა გადამწყვეტ მომენტში ვიცე-ჩემპიონმა ქუთაისელებმა მაინც იძალეს და საბოლოოდ 78:71 გაიმარჯვეს.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით