სოხუმელებმა თამაში ყოჩაღად დაიწყეს და პირველი პერიოდი 6 ქულით მოიგეს - 21:15. მეორე ათწუთეულში ვითარება მასპინძელთა სასარგებლოდ შეიცვალა, რომლებმაც დიდი შესვენებისთვის ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს - 39:40.
გარდატეხა მოხდა მესამე პერიოდში, რომელიც მასპინძლებმა 29:14 მოიგეს. 14-ქულიანი ჩამორჩენა სოხუმელებმა დასკვნით 10-წუთეულში ვერ გაათანაბრეს და 73:82 დამარცხდნენ. ბათუმელებს 22-22 ქულით სპენსერ კოლინსმა და ილია შემოსიუკმა ულიდერეს. "სოხუმში" 21
მე-20 ტურის დარჩენილი შეხვედრები ხვალ ქუთაისში, ხოლო შაბათს თბილისში გაიმართება.
ბათუმი - სოხუმი 82:73
15:21, 24:19, 29:14, 14:19
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით