სუპერლიგა: "ბათუმმა" საჭირო გამარჯვება მოიპოვა

AutoSharing Option
თბილისის ოლიმპიური სასახლე დღეს სუპერლიგის მორიგ ტურს მასპინძლობს. მხოლოდ "რუსთავი" ისვენებს, დანარჩენი 8 გუნდი კი მორიგ შეხვედრას ჩაატარებს. პირველი მატჩი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. "ბათუმი" "მგზავრებს" შეხვდა და ძალიან საჭირო გამარჯვება მოიპოვა - 74:64.

ბათუმელებმა სუპერლიგა მძლავრად დაიწყეს და პირველ წრეში ლიდერთა შორისაც იყვნენ, თუმცა შემდეგ ჩავარდნა ჰქონდათ და ცხრილში საკმაოდ დაბლა დაეშვნენ. დღევანდელი მატჩის წაგება დიდ დარტყმას მიაყენებდა ზღვისპირელთა საპლეიოფო ამბიციებს, თუმცა უაღრესად დაძაბული და თანაბარი მატჩის დასკვნით წუთებში ბათუმელებმა კვანძი სათავისოდ გახსნეს.

პირველი პერიოდი "მგზავრებმა" 21:20 მოიგეს. ლიდერი
არაერთხელ შეიცვალა, თუმცა ვერც ერთი გუნდი 3-4 ქულაზე მეტით წინ გაჭრას ვერ ახერხებდა. დიდი შესვენებისთვის უკვე ბათუმელთა ლიდერობა დაფიქსირდა - 34:32, ხოლო მესამე ათწუთეული ფრედ - 17:17 დასრულდა. ცხადი იყო, გამარჯვებული ბოლო პერიოდში უნდა გამოვლენილიყო, თუმცა შეხვედრა ისე ჩამთავრდა, ვითარება არ დაძაბულა. დასკვნით წუთებზე ილია შემოსიუკის, სპენსერ კოლინსისა და ლეონიდ სტეპანიშინის ზუსტმა სროლებმა აჭარულ გუნდს 10-ქულიანი ლიდერობა დაუბევა, რისი აღმოფხვრაც მასპინძლებმა დასკვნით 2 წუთში ვეღარ მოახერხეს და შეხვედრაც ბათუმელთა სასარგებლოდ დასრულდა.

გამარჯვებულებს 24 ქულითა და 13 მოხსნით სპენსერ კოლინსმა ულიდერა. 14 ქულა და 7 პასი ერიკ ჩილდრესმა მოაგროვა, ხოლო ლეონიდ სტეპანიშინმა პირად ანგარიშზე 12 ქულა ჩაიწერა. "მგზავრებში" მონაგარი ორციფრიანი რიცხვით მხოლოდ ადრიან ბოუიმ გამოსახა, რომელმაც 25 ქულა დააგროვა.

ბუბა ბერიშვილი, "მგზავრების" მთავარი მწვრთნელი: "ბათუმს" ვულოცავ ღირსეულ გამარჯვებას. ეს ის გუნდი არაა, რომელიც ბოლო წუთებზე ასეთ შეცდომებს გაპატიებს. ვემზადებოდით ამ თამაშისთვის, რაც გამოჩნდა კიდეც. ბიჭებმა კარგად იბრძოლეს, მაგრამ ბოლო წუთებზე ამდენმა ბავშვურმა შეცდომამ განაპირობა ეს შედეგი. ვეცდებით, მომავალში გამოვასწოროთ".

ვლადიმერ ბოსნიაკი, "ბათუმის" მთავარი მწვრთნელი: "რთული თამაში იყო. "მგზავრებს" დამარცხებული ჰყავს "დინამო" და საკმაოდ დიდი პოტენციალის გუნდია. ცუდი სროლები გვქონდა, თუმცა მოვახერხეთ გამარჯვება და მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სასურველი შედეგი მივიღოთ".

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0