არადა, ქუთაისელებს თითქოს პრობლემა არ უნდა შექმნოდათ, მატჩი თანაბრად დაიწყო და დებიუტში უმეტესად სტუმრები ლიდერობდნენ. პირველი პერიოდი ფრედ – 13:13 დასრულდა და თანაბარი ანგარიში დაფიქსირდა დიდ შესვენებაზეც – 41:41. კოტე ტუღუშის გაწვრთნილი ქუთაისელები ტაიმის ბოლოს 7 ქულას იგებდნენ, თუმცა ბოლო წუთები მასპინძლებმა სწრაფი შეტევებით, შედეგიანად ჩაატარეს და ანგარიში გაათანაბრეს.
მესამე პერიოდში “მგზავრებმა”
დარჩენილ დროში ქუთაისელებმა ვერაფერი შეცვალეს და “მგზავრებმა” საამაყო გამარჯვება მოიპოვეს – 81:72. გამარჯვებულებს 19 ქულით ადრიან ბოუიმ ულიდერა. 17 ქულა მიითვალა კახა ჯინჭარაძემ. ირაკლი ალხანაიძის ანგარიშზე 11 ქულა დაგროვდა. “ქუთაისში” 18 ქულით საუკეთესო იყო ჯონათან ლი, ხოლო გიორგი ბარბაქაძემ 17 ქულა მიითვალა.
მატჩისშემდგომი კომენტარები
კოტე ტუღუში – “ქუთაისის” მთავარი მწვრთნელი:
“მიუხედავად იმისა, რომ პირველ ადგილზე ვართ, გვიწევს თითოეული ქულისთვის მაქსიმალური ბრძოლა. “მგზავრებმა” დღეს ძალიან დიდი შრომა გასწიეს, რომ დავემარცხებინეთ და ეს მოახერხეს კიდეც. ჩვენ გასულ 2 ტურში არადამაჯერებელი თამაში ვაჩვენეთ და აშკარაა, რომ გუნდს რაღაც ჩავარდნა და კრიზისი აქვს. მე მაქსიმალურად ვეცდები, რომ ეს მალე გამოვასწორო. უკვე 2 დღეში უკვე მომდევნო მატჩი გველის ისევ თბილისში, ისევ სერიოზულ გუნდთან და შეცდომის უფლება აღარ გვაქვს”.
ბუბა ბერიშვილი – “მგზავრების” მთავარი მწვრთნელი:
“მიმდინარე მესამე დღეში 1 გამარჯვება გვქონდა. რამდენიმე მატჩი ბოლო წუთებზე წავაგეთ, ძალიან დიდი პრობლემა გვქონდა როგორც დაცვაში, ისე შეტევაში და ამ წაგებებიდან გამომდინარე, სერიოზულად ვემზადებოდით ამ გამარჯვებისთვის. ეს გამოჩნდა კიდეც მოედანზე. “ქუთაისის” ყველა მინუსები შევისწავლეთ, გავაანალიზეთ და შესაბამისად შედეგიც სახეზეა”.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით