სუპერლიგა: “მგზავრებმა” ლიდერ “ქუთაისს” მოუგეს

AutoSharing Option
სუპერლიგის ერთპიროვნულმა ლიდერმა “ქუთაისმა” მორიგი მატჩი წააგო. იმერულ კლუბს ცხრილის ქვედა ნახევარში მყოფმა “მგზავრებმა” მოუგო. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ლიდერი ისე დაამარცხა, რომ შეხვედრა ბოლო პერიოდში არ დაძაბულა.

არადა, ქუთაისელებს თითქოს პრობლემა არ უნდა შექმნოდათ, მატჩი თანაბრად დაიწყო და დებიუტში უმეტესად სტუმრები ლიდერობდნენ. პირველი პერიოდი ფრედ – 13:13 დასრულდა და თანაბარი ანგარიში დაფიქსირდა დიდ შესვენებაზეც – 41:41. კოტე ტუღუშის გაწვრთნილი ქუთაისელები ტაიმის ბოლოს 7 ქულას იგებდნენ, თუმცა ბოლო წუთები მასპინძლებმა სწრაფი შეტევებით, შედეგიანად ჩაატარეს და ანგარიში გაათანაბრეს.

მესამე პერიოდში “მგზავრებმა”
გარდატეხა მოახდინეს და როგორც ფარქვეშ, ისე პერიმეტრიდან დამაჯერებელი თამაშით შეძლეს ათწუთეულის 29:17 მოგება და გადამწყვეტი მეოთხედის წინ დამაჯერებელი – 12-ქულიანი ლიდერობა გაიფორმეს. თბილისელებმა შედეგიანი თამაში განაგრძეს, ერთ ეპიზოდში ქუთაისელთა კალათს ერთი შეტევისას 6-ჯერ შეუტიეს და ბურთი ექვსჯერვე მოხსნეს. საბოლოოდ ის შეტევა “მგზავრების” 2 ზუსტი საჯარიმოთი დასრულდა და მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე მასპინძელთა 10-ქულიანი ლიდერობა შენარჩუნდა.

დარჩენილ დროში ქუთაისელებმა ვერაფერი შეცვალეს და “მგზავრებმა” საამაყო გამარჯვება მოიპოვეს – 81:72. გამარჯვებულებს 19 ქულით ადრიან ბოუიმ ულიდერა. 17 ქულა მიითვალა კახა ჯინჭარაძემ. ირაკლი ალხანაიძის ანგარიშზე 11 ქულა დაგროვდა. “ქუთაისში” 18 ქულით საუკეთესო იყო ჯონათან ლი, ხოლო გიორგი ბარბაქაძემ 17 ქულა მიითვალა.

მატჩისშემდგომი კომენტარები

კოტე ტუღუში – “ქუთაისის” მთავარი მწვრთნელი:

“მიუხედავად იმისა, რომ პირველ ადგილზე ვართ, გვიწევს თითოეული ქულისთვის მაქსიმალური ბრძოლა. “მგზავრებმა” დღეს ძალიან დიდი შრომა გასწიეს, რომ დავემარცხებინეთ და ეს მოახერხეს კიდეც. ჩვენ გასულ 2 ტურში არადამაჯერებელი თამაში ვაჩვენეთ და აშკარაა, რომ გუნდს რაღაც ჩავარდნა და კრიზისი აქვს. მე მაქსიმალურად ვეცდები, რომ ეს მალე გამოვასწორო. უკვე 2 დღეში უკვე მომდევნო მატჩი გველის ისევ თბილისში, ისევ სერიოზულ გუნდთან და შეცდომის უფლება აღარ გვაქვს”.

ბუბა ბერიშვილი – “მგზავრების” მთავარი მწვრთნელი:

“მიმდინარე მესამე დღეში 1 გამარჯვება გვქონდა. რამდენიმე მატჩი ბოლო წუთებზე წავაგეთ, ძალიან დიდი პრობლემა გვქონდა როგორც დაცვაში, ისე შეტევაში და ამ წაგებებიდან გამომდინარე, სერიოზულად ვემზადებოდით ამ გამარჯვებისთვის. ეს გამოჩნდა კიდეც მოედანზე. “ქუთაისის” ყველა მინუსები შევისწავლეთ, გავაანალიზეთ და შესაბამისად შედეგიც სახეზეა”.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0