ქვემოქართლურმა გუნდმა წინა ტურში “დინამო თბილისი” დაამარცხა და ზოგადად, ამ გუნდს ნებისმიერი მეტოქის გამწარება შეუძლია. მარნეულელები ქუთაისელებსაც უგებდნენ, ერთხანს 10 ქულითაც, მაგრამ ლიდერობა ბოლომდე ვერ შეინარჩუნეს და ბრძოლაში დამარცხდნენ.
პირველი პერიოდის შემდეგ “მარნეული” 5 ქულით აგებდა, თუმცა მეორე მეოთხედი მახვილგონივრულად ჩაატარა და ათწუთეულის 26:14 მოგების შემდეგ, დიდი შესვენებისთვის 7 ქულით დაწინაურდა. თამაშის განახლების შემდეგ, ქვემოქართლელები მალევე 10 ქულით დაწინაურდნენ, მაგრამ სუპერლიგის ლიდერი
ბოლო პერიოდში თანაბარი ბრძოლა გაგრძელდა. მარნეულელებმა ვეღარ მოახერხეს მწყობრად მოთამაშე ქუთაისელების გატეხვა და საბოლოოდ, 81:89 დამარცხდნენ. “ქუთაისს” 20 ქულით და 10 მოხსნით აკაკი დვალიშვილმა ულიდერა. 19 ქულა და 6 პასი ჯონათან ლიმ მოაგროვა. 15 ქულა დაგროვდა გიორგი ბარბაქაძის ანგარიშზე. “მარნეულში” 21 ქულით საუკეთესო გახლდათ საბა ლობჯანიძე. 12-12 ქულა ლევან ფაცაციამ და დეანდრე რეიმ მოაგროვეს.
მატჩისშემდგომი კომენტარები:
თემურ კანკია – მარნეულის „დელტას“ მთავარი მწვრთნელი:
„მოგეხსენებათ, მაღალი მოთამაშეები არ გვყავს, რის გამოც ჩვენი შანსები მცირდება. დღეს პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, დაცვითი ფუნქციები კარგად შევასრულეთ და საკმაოდ რეალური შანსი გვქონდა, თუმცა, მეორე ტაიმში დაგვჯაბნა მეტოქემ და შედეგიც სახეზეა. ვულოცავ „ქუთაისს“ გამარჯვებას.“
კოტე ტუღუში – „ქუთაისის“ მთავარი მწვრთნელი:
„როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან რთული თამაში გვქონდა. „მარნეულმა“ განვლილ ორ ტურში ორი გამარჯვება მოიპოვა, შეიძლება ითქვას, ფავორიტებთან. აქედან გამომდინარე, მძიმე თამაშს ველოდით, რაც გამართლდა კიდეც. პირველ ტაიმში ძალიან დიდი პრობლემები შეგვიქმნა „მარნეულმა“. გარდა ამისა, იცით, რომ დანაკლისი გვქონდა და ამის მიუხედავად, ჩვენმა ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ დღეს გავიმარჯვეთ.“
მომზადებულია GBF.GE-ს მიერ