მშობელთა საინფორმაციო ცენტრის (PIC) ადვოკატირებით, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობელთა, თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრის და თბილისის მერიის ერთობლივი მუშაობით, 2016 წლის 30 ოქტომბერს, პირველად საქართველოში, ჩამოყალიბდა კალათბურთის სექცია.
ბავშვთა საკალათბურთო სექციის ვარჯიშს დღეს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვეტერანი და მოქმედი კალათბურთელები და საკალათბურთო საზოგადოების წარმომადგენლები
როგორც ცნობილია, აუტისტური სპექტრის მოზარდებისთვის სპორტით დატვირთვა აუცილებელია მათი ფიზიკური და მენტალური უნარების განვითარებისთვის. მათ შორის კი განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კალათბურთში მომზადებას, რომელიც შშმ ბავშვებში ავითარებს სხეულის ფლობის, გუნდური მოქმედების, საზოგადოებასთან კომუნიკაციისა და ინტეგრაციის შესაძლებლობებს.
ორგანიზაცია "მშობელთა საინფორმაციო ცენტრი“ 2015 წლიდან ფუნქციონირებს და ზრუნავს შშმ ბავშვების უფლებების რეალიზაციისა და მათთვის საჭირო განმავითარებელი სერვისების დაფუძნებასა და სისტემატიზებულ ჩამოყალიბებაზე.
კალათბურთის ეროვნული ფედერაცია იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს კოორდინაციას უწევენ, ურთიერთობის გაგრძელებას და გაღრმავებას გეგმავს.
მომზადებულია Gbf.ge-ს მიხედვით