სუპერლიგის რეგულარულ ჩემპიონატში დარჩენილია 1 მატჩი, რომელიც 30 მაისს ტყიბულში გაიმართება, თუმცა მის შედეგს ცხრილში და შესაბამისად, პლეი-ოფის ბადეში გუნდების განლაგებაზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია.
დარჩენილ მატჩში ერთმანეთს მეოთხედფინალის მომავალი მეტოქეები - "ქუთაისი" და "მარნეული" შეხვდებიან. ეს მატჩი პლეი-ოფის წინ დაზვერვით ხასიათს ატარებს, თუმცა სენსაცია იქნება, რეგულარული ჩემპიონატის მომგებმა ქუთაისელებმა პლეი-ოფის სერია მერვეადგილოსან "მარნეულთან" რომ დათმონ.
რაც შეეხება რეგულარულის ბოლო მატჩის გამართვის ადგილს, გუნდების მოლაპარაკებით, იგი ტყიბულში, ახალაშენებულ, კოხტა სპორტულ დარბაზში გაიმართება.
გუნდები ცხრილში 29
შეგახსენებთ, რომ რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო 8 გუნდი პლეი-ოფში გავიდა და საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას მეოთხედფინალიდან გააგრძელებს.
ბოლო, მე-9 ადგილზე გასული "სოხუმი" კი სუპერლიგაში დასარჩენად A ლიგის ფინალში დამარცხებულ "ტიტებთან" საკვალიფიკაციო სერიას გამართავს 2 მოგებამდე. მატჩები 3 მაისს, 20:00 საათზე და 5 მაისს, 19:15 საათზე, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.
პლეი-ოფის პირველ წრეში, ანუ მეოთხედფინალში სერიები 2 მოგებამდე გაგრძელდება, ხოლო ნახევარფინალები და ფინალები 3 მოგებამდე იქნება. პლეი-ოფის ბადე და კალენდარი ასე გამოიყურება:
მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით