“ჰიუნდაიმ” “მართვეს” 83:69 მოუგო, ხოლო დღის ყველაზე დაძაბული მატჩი “სოხუმსა” და “ქუთაისს” შორის შედგა. მატჩის დასრულებამდე 13 წამით ადრე ფრე – 91:91 იყო, ხოლო საფინალო სირენის თანხლებით გიორგი ჭეიშვილის ზუსტმა გარღვევამ ქუთაისელებს გამარჯვება მოუტანა. დღის ბოლო მატჩში “აკადემიამ” ტურნირში უკონკურსოდ მონაწილე 16-წლამდელთა ნაკრები 93:59 დაამარცხა.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით