შეხვედრის უმეტეს ნაწილს ქუთაისელები იგებდნენ. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა ბოლო პერიოდის წინ 11-ქულიან ლიდერობასაც მიაღწია, თუმცა მატჩის დასკვნითი 5 წუთი “დინამოსი” იყო. მთელი ის შრომა, რაც ქუთაისელებმა მატჩის დაწყებიდან ბოლო პერიოდამდე ჩადეს და
“დინამომ” დამსახურებულად გაიმარჯვა და როგორც გითხარით, სერიაში 2:1 დაწინაურდა. თბილისელთა დღევანდელ წარმატებაში ლომის წილი მიუძღვის კაელ ტურპინს, რომელმაც მეტოქის ფარში მოთავსებული ბურთების უმეტესობა ეფექტური გდებით – ეგრედ წოდებული ჩატენვით დააგვირგვინა. ტურპინმა შეხვედრა 28 ქულითა და 10 მოხსნით დაასრულა. 25 ქულა მოაგროვა ლაველ ბოიდმა, ხოლო რეივენ ლის ანგარიშზე 12 ქულა დაგროვდა. ილია ლონდარიძემ მატჩი 10 ქულით დაასრულა. “ქუთაისში” 24 ქულით საუკეთესო იყო დეჟან რაითი. 16 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა აკაკი დვალიშვილმა, ხოლო ბექა ბექაურმა 9 ქულა და ამდენივე მოხსნა მიითვალა.
ფინალური სერიის მე-4 შეხვედრა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 28 მაისს, 16:00 საათზე გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში “დინამო” ჩემპიონი გახდება, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში, ფინალური სერიის გადამწყვეტ მატჩს 30 მაისს ქუთაისი უმასპინძლებს.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით