"დინამომ" სუპერლიგის პირველი გამარჯვება "მგზავრებთან" მოიპოვა

AutoSharing Option
სუპერლიგის მე-3 ტურის მორიგ მატჩში ერთმანეთს “მგზავრები” და “დინამო” დუპირისპირდნენ. მატჩი საკმაოდ საინტერესო, დაძაბული გამოვიდა და დინამოელთა 3-ქულიანი გამარჯვებით – 68:65 დასრულდა. ეს გახლდათ “დინამოს” პირველი გამარჯვება მიმდინარე სუპერლიგაში. წინა 2 ტურის მატჩები ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა “ტიტებთან” და “ქუთაისთან” წააგეს.

რაც შეეხება “მგზავრებს”, ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილ გუნდს აქტივში თითო მოგებ-წაგება ჰქონდა. შესაბამისად, ამ მატჩს ორივე გუნდისთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა და დათმობას არც ერთი აპირებდა. მატჩიც თანაბარი გამოდგა, რომლის მსვლელობისას ვერც ერთი გუნდი ეუფლებოდა ხელჩასაჭიდ უპირატესობას. აღსანიშნავია, რომ დინამოელები უმეტესწილად
ლიდერობდნენ, თუმცა “მგზავრები” მეტოქეს შორს არ უშვებდა და ხან გაუთანაბრდებოდა, ხანაც გადაუსწრებდა.

პირველი პერიოდი “მგზავრების” სასარგებლოდ – 21:18 დასრულდა. მეორე პერიოდში თამაში დაალაგეს და შეტევებიც გამოასწორეს დინამოელებმა, რომლებმაც ათწუთეული 17:10 მოიგეს და დიდ შესვენებაზე 4-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ. მე-3 პერიოდში “დინამომ” ტემპს უმატა, რაც ანგარიშზეც აისახა. ბოლო პერიოდის წინ ხოშტარიას გუნდი 9 ქულას იგებდა, თუმცა “მგზავრები” არ დანებდა, ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა და ბოლო წუთებზე ყველაფერი ახლიდან დაიწყო.

გადამწყვეტ მომენტში, ბოლო წუთზე, დინამოელთა ხორვატმა ცენტრმა დემაგოი ბუბალომ მიყოლებით ჩააგდო 2 ორქულიანი, თავისი გუნდი 66:60 დააწინაურა და მატჩის ბედიც აქ გადაწყდა. დინამოელებმა საბოლოოდ 68:65 იმარჯვეს და სუპერლიგის მიმდინარე სეზონში პირველი მოგება გაიფორმეს.

“დინამოში” 20 ქულით და 9 მოხსნით საუკეთესო იყო რეჯერ დოუელი. 18 ქულით გამოირჩა დემაგოი ბუბალო, მიხეილ ჭოჭუასა და ლევან გრძელიძის ანგარიშზე კი 10-10 ქულა დაგროვდა. “მგზავრებში” 23 ქულით საუკეთესო იყო ადრიან ბოუი, ხოლო კახა ჯინჭარაძემ და რეზო ჩაჩანიძემ 10-10 ქულა მოაგროვეს.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0