სუპერლიგის ლიდერმა "ქუთაისმა" პირველი მარცხი შინ, "მგზავრებთან" განიცადა

AutoSharing Option
სუპერლიგის მე-4 ტური დღეს ქუთაისში საინტერესო მატჩით დაიწყო. იმერეთის დედაქალაქს “მგზავრები” ეწვია და ჩემპიონატის ერთადერთ დაუმარცხებელ გუნდ “ქუთაისს” პირველი მარცხი შეამთხვია. შეხვედრა თანაბარი, დაძაბული და საინტერესო გამოდგა, რომლის ბედიც ბოლო წამებზე გადაწყდა, მანამდე კი ორივე გუნდი ინარჩუნებდა მოგების შანსს.

“მგზავრებმა” დაიმატა კონგოელი ცენტრი, კრისტიან მუსოკო, რომელმაც დღეს პირველად ქუთაისში ითამაშა და თავისი გუნდის გამარჯვებაში საკმაოდ სოლიდური წილი დაიდო. პირველი პერიოდი სტუმრებმა 5 ქულით მოიგეს, ხოლო მეორეში ქუთაისელებმა იძალეს და დეჟან რაიტისა და ჯონათან ლის შედეგიანობით დიდი შესვენებისთვის ლიდერობა მოიპოვეს –
41:40.

მესამე პერიოდი ფრედ – 20:20 დარულდა და ყველაფერი ბოლო მეოთხედში გადასაწყვეტი გახდა. ბრძოლა ბოლო წამებამდე გაგრძელდა. “ქუთაისი” გამარჯვებასთან ახლოს იყო: დეჟან რაიტის ზუსტი ორქულიანის შემდეგ, მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე 4 ქულით დაწინაურდა. სტუმრებმა დაცვა გაამაგრეს და შეტევაში გზა გაეხსნათ. ჯახა ჯინჭარაძისა და ჯეიკობ არმსტრონგის ორქულიანებით თამაშის დასრულებამდე 1:20 წუთით ადრე “მგზავრებმა” ანგარიში გაათანაბრა.

ქუთაისელებს ერთ შეტევაში ორჯერ მიეცათ დაწინაურების შანსი, მაგრამ გიორგი ბარბაქაძემ ჯერ სამიანი, შემდეგ კი ორქულიანი ააცილა. ამით ისარგებლა სტუმართა სნაიპერმა, რეზო ჩაჩანიძემ, რომელმაც 3-ქულიანით “მგზავრები” 79:76 დააწინაურა. ქუთაისელთა უკანახაზელმა, ლევან ფაცაციამ 2 საჯარიმოთი მატჩის დასრულებამდე 25 წამით ადრე ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა, რის შემდეგაც სოსო გოგნაძემ 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო და 80:78.

ბოლო შეტევაში მასპინძლებს ორჯერ მიეცათ გათანაბრების შანსი, თუმცა დეჟან რაიტისა და აკაკი დვალიშვილის სრლებმა მიზანს ვერ მიაღწიეს. 2 მარცხის მქონე “მგზავრებმა” მეორე გამარჯვება მოიპოვეს და ცხრილში მდგომარეობა გაიუმჯობესეს. გამარჯვებულებს 20 ქულით არმსტრონგმა ულიდერა. 19 ქულა ადრიან ბოუიმ ჩააგდო, ხოლო ახალწვეულმა კრისტიამ მუსოკომ “მგზავრებს” 12 ქულა შემატა. “ქუთაისში” 25 ქულით საუკეთესო იყო დეჟან რაიტი, ჯონათან ლიმ 16 ქულა მოაგროვა, ხოლო აკაკი დვალიშვილმა 13 ქულა და 8 მოხსნა.

სუპერლიგის მე-4 ტურის დარჩენილი 3 შეხვედრა ხვალ, 8 დეკემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0