27 მარტს თბილისში სუპერლიგის მე-15 ტური დაიწყო.
ოლიმპიურ სასახლეში დაგეგმილი 3 მატჩიდან პირველი დასრულდა. ერთმანეთს ცხრილის ერთპიროვნული ლიდერი "ქუთაისი" და ერთ-ერთი აუტსაუდერი - "კაკტუსი" შეხვდნენ.
იმერულ კლუბს უახლოეს მდევართან 2-ქულიანი უპირატესობა აქვს, რისი განიავებაც დარჩენილ 3 ტურში თითქმის შეუძლებელია; "კაკტუსი" კი იმისთვის იბრძვის, რომ სუპერლიგაში ადგილი შეინარჩუნოს. არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა კაკტუსელებმა ყველაფერი გააკეთეს, ბოლომდე იბრძოლეს, მაგრამ გაცილებით ძლიერი მეტოქის დამარცხება ვერ მოახერხეს.
კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ქუთაისელებმა ინიციატივა თავიდანვე მოიპოვეს და პირველი პერიოდის შემდეგ 7 ქულით 26:19 დაწინაურდნენ. მეორე ათწუთეულში "კაკტუსმა"
ბოლო პერიოდში კაკტუსელები ბევრს ეცადნენ და შანსსაც ბოლო წუთამდე ინარჩუნებდნენ, თუმცა სუპერლიგის ლიდერმა უშეცდომოდ ჩაატარა დასკვნითი ეპიზოდი და გამარჯვებამდე მივიდა - 90:83.
ქუთაისელთაგან 22 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო იყო აკაკი დვალიშვილი, ხოო დეჟან რაიტისა და ჯონათან ლის ანგარიშზე 17-17 ქულა დაგროვდა. 13 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა გიორგი ბარბაქაძემ. "კაკტუსში" 41 ქულით დელანო სპენსერი გამოირჩა, რომელმაც მიმდინარე სეზონის თავისავე რეკორდი (34 ქულა) გააუმჯობესა.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით