"დელტამ" "ოლიმპს" ისევ მოუგო და სერიაში 2:0 დაწინაურდა

AutoSharing Option
ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა “დელტამ” სუპერლიგის მეოთხედფინალური სერიის მეორე მატჩიც მოუგო “ოლიმპს” და ნახევარფინალს 1 ნაბიჯით მიუახლოვდა. დღევანდელი მატჩი გუშინდელს ძალიან ჰგავდა. “დელტა” მთელი თამაშის მანძილზე იგებდა, შუაწელში უფრო დამაჯერებლად, “ოლიმპი” კი ჩამორჩენის გაბათილებას ცდილობდა. დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილმა გუნდმა ბოლო წუთებზე მოახერხა ჩამორჩენის იმდენად შემცირება, რომ მოგების შანსი გაუჩნდა, თუმცა გადამწყვეტ წუთებში “დელტამ” იყოჩაღა, მეტოქეს თამაშის შემობრუნების შანსი არ მისცა და 74:69 გაიმარჯვა.

პირველი პერიოდი დელტელებმა 22:14 მოიგეს, დიდი შესვენებისთვის კი ლიდერობა 12 ქულამდე გაზარდეს. მესამე ათწუთეულში “ოლიმპმა” თამაში გამოასწორა.
დაცვისა და სწრაფი შეტევების ხარჯზე ჩამორჩენის გაბათილება იწყო და დასკვნითი მეოთხედის წინ მეტოქეს 7 ქულით მიუახლოვდა – 54:60. ბოლო პერიოდში ოლიმპელებმა თამაში კიდევ უფრო დაძაბეს. შეხვედრის დასრულებამდე 3 წუთით ადრე დეფიციტი 3 ქულამდე შეამცირეს, თუმცა ბექა ბექაურის შედეგიანობით “დელტამ” სირენამდე 1 წუთით ადრე 8-ქულიანი ჰანდიკაპი მოიპოვა.

მიუხედავად გამოუვალი მდგომარეობისა, “ოლიმპმა” რეალური შანსი მოიპოვა: რეზო როგავამ 3-ქულიანი ჩააგდო, ფარქვეშიდან შემოტანილი ბურთი კი ოლიმპელმა ჩარლზ ბენეტმა ერიკ ნოთიჯს ჩაუჭრა, ხოლო როგავამ ზუსტი ორქულიანით დასრულებამდე 24 წამით ადრე ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა. “ოლიმპის” პრესინგმა გაამართლა და “დელტამ” ბურთი დაკარგა. 3 ქულით ჩამორჩენილ “ოლიმპს” 17 წამი ჰქონდა, მაგრამ რეზო როგავას გამათანაბრებელი სამქულიანი კალათში არ ჩაეშვა. “დელტამ” საჯარიმოები მიითვალა და თამაშის ბედიც გადაწყდა. გამარჯვებულთაგან 22 ქულით და 10 მოხსნით საუკეთესო იყო ბექა ბექაური. 13 ქულა და 9 მოხსნა ერიკ ნოთიჯის ანგარიშზე დაგროვდა. საბა ლობჯანიძემ და არტიომ შვეცმა 12-12 ქულა მოაგროვეს. “ოლიმპში” 14-14 ქულით რეზო როგავა, ნიკა დარბაიძე და მარკ ოგდენი გამოირჩნენ.

სერიის მომდევნო მატჩი 5 მაისს, 18:00 საათზე გაიმართება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
ქუთაისი
9
7
2
50
16
2
დინამო
9
7
2
40
16
3
ოლიმპი
10
5
5
50
15
4
თსუ
9
6
3
38
15
5
მგზავრები
9
5
4
24
14
6
დელტა
8
5
3
50
13
7
კაკტუსი
10
3
7
-79
13
8
ტიტები
8
3
5
-36
11
9
ბათუმი
9
2
7
-92
11
10
რუსთავი
9
1
8
-72
10