დღევანდელ მატჩში “დინამომ” სწორედ იმ ეპიზოდში მოუმატა, სადაც საჭირო იყო. არადა, თავიდან ხოშტარიას გუნდი კარგა ხანს აგებდა. პირველი პერიოდის შემდეგ ანგარიში თსუ-ჰიუნდაელებს მიჰყავდათ – 20:13. დიდი შესვენებისთვისაც ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი გუნდი იგებდა –
შედეგად “დინამომ” 27:15 მოიგო მესამე პერიოდი და გადამწყვეტი ათწუთეულის წინ 4 ქულით დაწინაურდა. ბოლო მეოთხედში “თსუ-ჰიუნდაის” მოთამაშეები ბოლომდე იბრძოდნენ, მაგრამ “დინამომ” მოპოვებული უპირატესობა აღარ დათმო. კლასისა და გამოცდილების ხარჯზე ხოშტარიას გუნდმა მატჩი სასურველ შედეგამდე მიიყვანა და მოპოვებული გამარჯვებით ფინალში გავიდა.
დინამოელთაგან 22 ქულით ბომბარდირი გახდა ჯორდან სვოპშირი. 18 ქულა დააგროვა რეჯერ დოუელმა. 17 ქულა და 16 მოხსნა დემაგოი ბუბალოს ანგარიშზე დაგროვდა. “თსუ-ჰიუნდაიში” 23 ქულით საუკეთესო იყო ჯეიმს მილიკენი. 14 ქულა მარკუს პოზლიმ, ხოლო 11 – სანდრო სანაძემ მოაგროვა.
“დინამო” ნახევარფინალშია და მომავალ მეტოქეს “ქუთაისი”-“ტიტების” სერიიდან ელოდება, სადაც ანგარიში 2:0-ია ქუთაისელთა სასარგებლოდ.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით