"ტიტებმა" "ქუთაისს" მოუგო და სერია გრძელდება

AutoSharing Option
ლაშა გამყრელიძის გაწვრთნილმა “ტიტებმა” მეოთხედფინალური სერიის მე-3 მატჩში, დაძაბულ ბრძოლაში – 101:96 დაამარცხა “ქუთაისი” და სერიაში ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა. რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულმა “ქუთაისმა” მე-8 ადგილზე გასულ “ტიტებს” სერიის საწყისი 2 მატჩი იმერეთში მოუგო და დღეს, თბილისშიც რომ ემარჯვა, ნახევარფინალში გადიოდა, თუმცა მასპინძლებმა დამაჯერებლად ითამაშეს და მოპოვებული გამარჯვებით სერიაში ჩამორჩენა შეამცირეს.

ეს გუნდები შეხვდნენ თასის გათამაშების ნახევარფინალშიც და მაშინ “ტიტებმა” სერიაში 0:1 ჩამორჩენის შემდეგ 2:1 იმარჯვა და ფინალში გავიდა. ამჯერად არანაკლებ მნიშვნელოვან მატჩში “ტიტებმა” კვლავ შედეგიანად ითამაშა და სერიაში წარმატების შანსი
მოიპოვა. დღევანდელ მატჩში კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ქუთაისელებმა ბოლომდე იბრძოლეს და შანსსაც დასკვნით წამებამდე ინარჩუნებდნენ, თუმცა გადამწყვეტი სიტყვა ბოლო წუთზე კაშიმ რენსომმა და ილია ლონდარიძემ თქვეს.

პირველმა სამქულიანი ჩააგდო, ხოლო ლონდარიძემ საფინალო სირენამდე 35 წამით ადრე ორქულიანი მეურვის დაჯარიმების ფონზე ჩააგდო, რასაც ბონუს-ქულაც მიაყოლა და “ტიტები” 98:93 დააწინაურა. ამის მიუხედავად, ქუთისელებს თამაშის გადარჩენის შანსი მაინც მიეცათ. დავით ლომიძემ და დავით ბარბაქაძემ საჯარიმოებით ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირეს – 96:99 და რენსომზე ტაქტიკურად დაჯარიმდნენ. საფინალო სირენამდე 9 წამით ადრე “ტიტების” ამერიკელმა ლეგიონერმა ორივე საჯარიმო ააცილა, ქუთაისელ დავით ლომიძეს კი სამქულიანით ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, მაგრამ ააცილა და მატჩის ბედიც გაირკვა.

გამარჯვებულებს 27 ქულით ლუკ მეიერმა ულიდერა. ჟოელ ალმეიდამ 24 ქულა მიითვალა, ილია ლონდარიძის ანგარიშზე 19 ქულა და 9 მოხსნა დაგროვდა. “ქუთაისში” 30 ქულითა და 12 მოხსნით საუკეთესო იყო აკაკი დვალიშვილი. 29 ქულა ჯონათან ლიმ მიითვალა.
სერიას “ქუთაისი” 2:1 იგებს და შემდეგი მატჩი 8 მაისს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
ქუთაისი
9
7
2
50
16
2
დინამო
9
7
2
40
16
3
ოლიმპი
10
5
5
50
15
4
თსუ
9
6
3
38
15
5
მგზავრები
9
5
4
24
14
6
დელტა
8
5
3
50
13
7
კაკტუსი
10
3
7
-79
13
8
ტიტები
8
3
5
-36
11
9
ბათუმი
9
2
7
-92
11
10
რუსთავი
9
1
8
-72
10