"ბათუმმა" "მგზავრები" ოვერტაიმში დაამარცხა და სერიაში 2:1 დაწინაურდა

AutoSharing Option
დაძაბულ, ოვერტაიმიან მატჩში "ბათუმმა" "მგზავრები"დაამარცხა და სუპერლიგის მეოთხედფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა. გია კაზანჯიანის გაწვრთნილი აჭარული გუნდი ნახევარფინალს 1 მოგებით მიუახლოვდა, არადა, ზღვისპირელებმა რეგულარულ ჩემპიონატში მე-7 ადგილი დაიკავეს, ხოლო კარგა ხნის განმავლობაში გასავარდნ ზონასთან ახლოს იყვნენ და სუპერლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად დიდი ძალისხმევა დასჭირდათ.

ბათუმის სპორტსკოლის დარბაზი გულშემატკივრებმა პირთამდე გაავსეს და თავიანთ გუნდს მხურვალედ უქომაგეს. "ბათუმმაც" გაუმართლა ერთგულ მხარდამჭერებს და დიდი ბრძოლისუნარიანობის ხარჯზე უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.

აჭარული გუნდი ბოლო პერიოდში ძალიან დალაგებულად, კარგად თამაშობს. კაზანჯიანის გუნდს ჰყავს კარგი ამერიკელი უკანახაზელი, კეისი შეპარდი,
რომელიც ბურთსაც მშვენივრად ათამაშებს და მიზანიც სანაქებო აქვს. სწორედ მისი სამქულიანით გაათანაბრა "ბათუმმა" ძირითადი დროის ბოლო წამებზე ანგარიში და თამაში ოვერტაიმში გადავიდა.

დამატებით ხუთწუთეულშიც მთავარი მოქმედი ფიგურა შეპარდი გახლდათ, რომელმაც გადამწყვეტი ქულები როგორც გარღვევებით, ისე საჯარიმოებით ჩააგდო და ზღვისპირელებს გამარჯვება მოუტანა - 88:82.

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე, 28 ქულითა და 14 პასით შეპარდი გახდა. 12-12 ქულა მიითვალეს ნოდარ თენიეშვილმა, სპენსერ კოლინსმა და სტეფან ანდრეევიჩმა. "მგზავრებში" 24 ქულით საუკეთესო იყო ადრიან ბოუი. 19 ქულა მოაგროვა ჯეიკობ არმსტრონგმა. კახა ჯინჭარაძის ანგარიშზე 13 ქულა და 11 მოხსნა დაგროვდა.

სერიის მომდევნო შეხვედრა 8 მაისს, ისევ ბათუმში გაიმართება და გამარჯვების შემთხვევაში ზღვისპირელები ნახევარფინალში გავლენ.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
ქუთაისი
9
7
2
50
16
2
დინამო
9
7
2
40
16
3
ოლიმპი
10
5
5
50
15
4
თსუ
9
6
3
38
15
5
მგზავრები
9
5
4
24
14
6
დელტა
8
5
3
50
13
7
კაკტუსი
10
3
7
-79
13
8
ტიტები
8
3
5
-36
11
9
ბათუმი
9
2
7
-92
11
10
რუსთავი
9
1
8
-72
10