“ბათუმს” კი მხოლოდ ქება ეკუთვნის, რადგან გუნდმა ჯერ სუპერლიგიდან გავარდნას დააღწია თავი, შემდეგ პლეი ოფში გავიდა და მეოთხედფინალშიც საკმაოდ კარგად
მესამე პერიოდში ზღვისპირელებმა ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირეს, თუმცა შედეგიანად ათამაშდნენ “მგზავრების” ლეგიონერები – პრინს უილიამსი, ჯეიკობ არმსტრონგი და ადრიან ბოუი. არანაკლებ შედეგიანად ირჯებოდნენ კახა ჯინჭარაძე და რეზო ჩაჩანიძე, რომელთა ძალისხმევითაც “მგზავრებმა” დაიბრუნა 10-ქულიანი უპირატესობა და ბოლო პერიოდში გასამარჯვებლად საკმაო ლიდერობა მოიპოვა, რაც ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.
საბოლოოდ ბერიშვილის გუნდმა 21-ქულიანი სხვაობით იმარჯვა, რაც “მგზავრების” გუნდური გარჯის შედეგი გახლდათ: ორმა მოთამაშემ სამმაგი დუბლის ზღვარზე გაიარა. კახა ჯინჭარაძემ 19 ქულა, 15 მოხსნა და 8 პასი მიითვალა, ადრიან ბოუიმ კი 16 ქულა, 10 მოხსნა და 9 პასი. 19 ქულა ჰქონდა ჯეიკობ არმსტრონგს, ხოლო 18 – პრინს უილიამსს. “ბათუმში” 15 ქულითა და 6-6 მოხსნა-პასით საუკეთესო იყო კეისი შეპარდი. 13-13 ქულა დააგროვეს ნოდარ გოგოძემ და სტეფან ანდრეევიჩმა.
მაშ ასე, ნახევარფინალში გასული “მგზავრები” “დელტას” შეხვდება, ხოლო მეორე ნახევარფინალში “ქუთაისი” და “დინამო” დაუპირისპირდებიან. ნახევარფინალური სერიის თამაშები 13 მაისიდან დაიწყება.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით