კალათბურთი

სუპერლიგა

საკალათბურთო კლუბ "დინამოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

AutoSharing Option
თბილისის "დინამო" "ფეისბუქზე" კლუბში ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ჩრდილომაკედონიელი მწვრთნელი მუია ტაჩი ახალ სეზონზე საკალათბურთო კლუბ "დინამო თბილისს" გაწვრთნის.

დიდი გამოცდილებითა და წარმატებული კარიერით ფიბას ლიცენზირებული მწვრთნელი კლუბს რამდენიმე წლის განმავლობაში დაეხმარება.

"ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო "დინამო თბილისის" მთავარი მწვრთნელი. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ზაზა ფაჩულიასა და შიო ხეცურიანს, რომ მომცეს შესაძლებლობა, ვიყო ამ ოჯახის წევრი", - აღნიშნა "დინამოს" ახალმა მწვრთნელმა.

კლუბთან დაკავშირებით მეორე სიახლე კი ის გახლავთ, რომ გუნდს ახალი ლოგო აქვს.

Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულიამ
კლუბი და ბაზა 2018 წლის 5 ოქტომბერს შეიძინა.

altრა გეგმები აქვთ ახალ მფლობელებს თბილისის "დინამოში"? - ინტერვიუ შიო ხეცურიანთან

ასევე დაგაინტერესებთ