დებიუტანტმა "ვერამ" სუპერლიგა "ქუთაისის" ძლევით დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს 28-ე ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო. დღეს ოლიმპიურ სასახლეში სუპერლიგის პირველი ტურის 1 მატჩი გაიმართა, რომელშიც გასული სეზონის ფინალისტი "ქუთაისი" ლიგის დებიუტანტ "ვერას" შეხვდა. მატჩი ვერელების გამარჯვებით – 84:76 დასრულდა. დებიუტანტის მოქმედ ვიცე-ჩემპიონთან გამარჯვება იმის საფუძველს იძლევა, რომ ვივარაუდოთ – ახალი სეზონი საკმაოდ თანაბარი და შესაბამისად, დაძაბული იქნება.

"ვერას" საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი, ირაკლი ხოშტარია წვრთნის, რომელმაც დებიუტანტს ის დისციპლინა შეუნარჩუნა, რომელიც გუნდში გასულ წელს სერბმა სპეციალისტმა მილოშ პეიჩმა დაამყარა. ვერელებმა ძალიან სტაბილურად ითამაშეს და შეხვედრა ისე მიჰყავდათ, რომ ძალები გადამწყვეტი მომენტისთვის
შემოინახეს. პირველი პერიოდის 4 ქულით წაგების შემდეგ ხოშტარიას გუნდმა თამაში დაალაგა და ქუთაისელებს სისწრაფეში აჰყვა. მეორე მეოთხედი საკმაოდ საინტერესო გამოდგა, რომლის შუაწელში ქუთაისელებმა 10-ქულიანი უპირატესობა (32:22) მოიპოვეს, თუმცა ბრენდონ სლაის სწრაფი გარღვევებისა და ვახტანგ ქადარიას ფარქვეშ სიზუსტის წყალობით ვერელებმა ჩამორჩენა გააბათილეს და დიდ შესვენებაზე მინიმალური ლიდერობით გავიდნენ – 37:36.

ამის შემდეგ თანაბარი ბრძოლა გაჩაღდა. ვერც ერთი გუნდი ვერ ახერხებდა ხელჩასაჭიდი უპირატესობის მოპოვებას. ბოლო პერიოდის წინ ფრე იყო, ხოლო შეხვედრის დასრულებამდე 3 წუთით ადრე ვერელები მხოლოდ 2 ქულით – 73:71 იგებდნენ. სწორედ აქ მოხდა ის, რაზეც დასაწყისში დავწერეთ – ხოშტარიას გუნდმა ისე ჩაამთავრა თამაში, რომ მეოქეს შანსი არ დაუტოვა. ქადარიამ, გივი ბაქრაძემ, ბრენდონ სლაიმ და ბექა ჩიკვილაძემ ზედიზედ ჩააგდეს უპასუხო ქულები და ვერა 82:73 გაალიდერეს, რითაც მატჩის ბედი გადაწყვიტეს. საბოლოოდ დებიუტანტმა 84:76 დაამარცხა "ქუთაისი" და არსებობის მანძილზე სუპერლიგის პირველ მატჩში საამაყო გამარჯვება მოიპოვა.

ვერელებს ბრენდონ სლაიმ ულიდერა 24 ქულით, 7 პასით და 6 მოხსნით. 21 ქულა მიითვალა ვახტანგ ქადარიამ, გივი ბაქრაძის ანგარიშზე კი 15 ქულა დაგროვდა. 8-8 ქულა მიითვალეს ბექა ჩიკვილაძემ და ვენდელ ლუისმა. ეს უკანასკნელი გასულ წელს “ა” ლიგაში ასპარეზობდა, კავკავიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდში. ქუთაისელთაგან 17 ქულით, 11 მოხსნითა და 7 პასით საუკეთესო იყო ბექა ბექაური. 13 ქულა - შონ რაუნდთრიმ, ხოლო 12 ჯეიმს მილიკენმა მიითვალა.

სუპერლიგის პირველი ტურის მორიგი 2 შეხვედრა ხვალ, 14 ოქტომბერს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება: "კაკტუსი" – "მგზავრები", "ოლიმპი" – "დინამო".

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
va gastrochka veram
Degraf
23:07 13-10-2019
0

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0