ოლიმპელებს საწყისი 2 ტურის მატჩები წაგებული ჰქონდათ და “ცხუმ-აფხაზეთთანაც” მატჩის უმეტეს დროს აგებდნენ. საწყისი პერიოდის 21:17 მოგების შემდეგ “ოლიმპმა” მეორე ათწუთეული 18:24 დათმო და დიდი შესვენებისთვის 2 ქულით ჩამორჩა. მესამე მეოთხედი მეტნაკლებად თანაბარი გახლდათ, თუმცა ცხუმელებმა უპირატესობის 4-ამდე გაზრდა მოახერხეს, ხოლო დასკვნით პერიოდში
ჯაკობოვის გაწვრთნილი გუნდი მალევე გამოერკვა. ამერიკელი ლეგიონერების, კორი ჰოლდენისა და აკიეან ფრედერიკის ზუსტ გარღვევებს, რეზო როგავამ 2 ზუსტი სამქულიანი მოაყოლა და “ოლიმპი” შეხვედრის დასრულებამდე 5 წუთით ადრე გალიდერდა. სწრაფი თამაშისა და მწყობრი დაცვის წყალობით ოლიმპელებმა გაქცევა გააგრძელეს და მეტოქე 8 ქულით ჩამოიტოვეს – 71:63. ეს გახდა გარდამტეხი მომენტი, რის შემდეგაც, დარჩენილ 3 წუთში, ცხუმელებმა ვერაფერი შეცვალეს და დამარცხდნენ.
“ოლიმპში” 17 ქულით, 9 პასითა და 6 მოხსნით საუკეთესო იყო კორი ჰოლდენი. 22 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა აკიეან ფრედერიკმა, ხოლო რეზო როგავას ანგარიშზე 14 ქულა, 6 პასი და 6 მოხსნა დაგროვდა. “ცხუმ-აფხაზეთში” 20 ქულითა და 6 ფპასით საუკეთესო იყო დეონტა ფრანკლინი. 15 ქულა ჯასტინ ბოგლიმ, ხოლო 14 კვან უოლერმა მიითვალეს.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით