მატჩის პირველ პერიოდში ლიდერი ვერ გამოიკვეთა. ათწუთეული ფრედ – 19:19 დასრულდა. ვითარება არც მეორე მეოთხედში შეცვლილა. ბათუმელები მცირედით ლიდერობდნენ, თუმცა კაკტუსის მოთმაშეები არ თმობდნენ და დიდი შესვენებისთვის მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებოდნენ. მესამე პერიოდში ზღვისპირელებმა დაცვისა და სწრაფი კონტრშეტევების ხარჯზე
კაკტუსს თამაშის გადარჩენის რესურსი აღარ შერჩა – თამაშისთვის განკუთვნილი დრო ისე ამოიწურა, ბათუმელთა ლიდერობას საფრთხე არ დამუქრებია. შეხვედრა ზღვისპირელთა გამარჯვებით დასრულდა – გია კაზანჯიანის გუნდმა სუპერლიგაში მე-2 გამარჯვება მოიპოვა. ბათუმელებს 20 ქულით და 12 მოხსნით ლევან მასხულიამ ულიდერა. 18 ქულა და 10 მოხსნა ნიკოლა ვუიოვიჩის ანგარიშზეა. კაკტუსში 16 ქულითა და 10 მოხსნით ჯასტინ ევერეტი გამოირჩა, 13 ქულა და 13 მოხსნა ზორან ვილოტიევიჩმა მიითვალა.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით