თსუ-მ "ტიტებს" მოუგო და გალიდერდა

AutoSharing Option
სუპერლიგის მე-7 ტურის რიგით მეორე შეხვედრა დღეს ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა. ერთმანეთს დაკარგული ქულებით ლიდერი გუნდები – “თსუ” და “ტიტები” შეხვდნენ. ორივე მათგანს მიმდინარე ჩემპიონატში 2 მარცხი ჰქონდა, შესაბამისად, გამარჯვებული ცხრილში დაწინაურდებოდა და ლიდერობას გაიმყარებდა. შეხვედრა ვერ გამოდგა ისეთი დაძაბული, როგორც სატურნირო ცხრილის გათვალისწინებით ივარაუდებოდა. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა თსუ-ელებმა 19 ქულის სხვაობით – 85:66 დაამარცხეს ლაშა გამყრელიძის “ტიტები” და სუპერლიგაში პირველ ადგილზე გამყარდნენ.

მატჩი უნივერსიტეტელთა გაქცევით დაიწყო. 4 წუთის შემდეგ თსუ 19:4 იგებდა და ტიტების მწვრთნელმა, ცხადია, წუთშესვენება აიღო. ამან ვითარება
ოდნავ კი გამოასწორა, თუმცა უნივერსიტეტელებმა სწრაფ კონტრშეტევებზე აწყობილი თამაში კვლავ განაგრძეს და იმ კომფორტულ უპირატესობას, რომელიც დასაწყისშივე მოიპოვეს, არ თმობდნენ. თსუ ბურთს სწრაფად ათამაშებდა როგორც მთელს მოედანზე, ისე პერიმეტრზე, რისი წყალობითაც სასროლ პოზიციებზე დარჩენილი კალათბურთელები – სანდრო სანაძე, დევიდ მაკფარლანდი და რიკი მედისონი მიზანში არტყამდნენ და უნივერსიტეტელებმა დიდი შესვენებისთვის 23-ქულიანი ლიდერობა გაიფორმეს – 49:26.

მესამე პერიოდიდან “ტიტებმა” თამაში გამოაკეთა, თუმცა იმდენად ვერა, რომ მოედანზე ვითარება რადიკალურად შეეცვალა. რიჩარდ მათიაშვილისა და ტრისტინ უოლეს შედეგიანობით პერიოდის მიწურულს გამყრელიძის გუნდმა ჩამორჩენა 10 ქულამდე შეამცირა, თუმცა სირენის თანხლებით დევიდ მაკფარლანდმა სამქულიანი ჩააგდო და ბოლო პერიოდს თსუ 13-ქულიანი ლიდერობით შეხვდა.

დასკვნით მეოთხედში თსუ-მ დაცვა გაამაგრა და მეტოქეს ყველა მცდელობა, თამაში შემოებრუნებინა, გაუქარწყლა. უნივერსიტეტელები გამარჯვებამდე დამაჯერებლად მივიდნენ და მიმდინარე სუპერლიგაში 7 მატჩში მე-5 გამარჯვება მოიპოვეს. მდევარ “ბათუმს” 4 მოგება და 2 მარცხი აქვს და მე-7 ტურის მატჩს ხვალ, რუსთავში, ადგილობრივ გუნდთან ითამაშებს.

თსუ-ში 19 ქულით ბომბარდირი გახდა მაკფარლანდი, თუმცა ყველაზე შედეგიანი გიორგი კორსანტია იყო, რომელმაც 10 ქულა, 15 მოხსნა, 3 პასი და 3 დაფარება მიითვალა. რიკი მედისონმა 15 ქულა ჩააგდო, ხოლო სანდრო სანაძემ – 13. “ტიტებში” 19 ქულით, 10 მოხსნითა და 6 პასით საუკეთესო იყო ტრისტინ უოლე. 15 ქულა და 7 მოხსნა რიჩარდ მათიაშვილის ანგარიშზე დაგროვდა.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
тупой и еще тупее продолжается
Валерик
03:16 24-11-2019
0

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0