სუპერლიგის მე-7 ტური "რუსთავმა" "ბათუმის" ძლევით დახურა

AutoSharing Option
სუპერლიგის მე-7 ტური რუსთავში დასრულდა. ბოლო შეხვედრაში ერთმანეთს გეორგიოს კეცელიდისის გაწვრთნილი “რუსთავი” და გია კაზანჯიანის “ბათუმი” შეხვდნენ. ზღვისპირელებს აქამდე მიჯრით 4 შეხვედრა ჰქონდათ მოგებული და დაკარგული ქულებით სუპერლიგის ლიდერთა შორის იყვნენ; რუსთაველებს კი, მიუხედავად მძლავრი შემადგენლობისა, 6 მატჩში მხოლოდ 2 გამარჯვება ჰქონდათ და ეს მატჩი მათთვის დიდი გამოცდა იყო.

ქვემოქართლელებმა გამოწვევას ბრწყინვალედ გაართვეს თავი. მიუხედავად იმისა, რომ “რუსთავს” ძირითადი გამთამაშებელი ოთარ ფხაკაძე აკლდა, კეცელიდისის გუნდმა ბათუმელებთან დაპირისპირებას მშვენივრად გაართვა თავი და უპირატესობა, რომელიც დასაწყისშივე მოიპოვა, თამაშის ბოლომდე არ დაუთმია.

პირველი
პერიოდი რუსთაველებმა 26:16 მოიგეს, ხოლო მეორეში უპირატესობა 14 ქულამდე გაზარდეს. მასპინძელთა წარმატების მიზეზი იყო შედეგიანი თამაში როგორც უკანა, ისე – წინა ხაზში. განსაკუთრებით შედეგიანი იყო რუსთაველთა უკანა ხაზი. მერაბ ბოქოლიშვილმა მშვენივრად გაართვა თავი გამთამაშებლის ფუნქციებს და ბურთის გათამაშებასთან ერთად და უკეთესადაც, მეტოქის კალათს უტევდა. ბოქოლიშვილმა სამქულიანებიც ჩააგდო, ორიანებიც და როცა მის სიზუსტეს წინახაზელების – ილია ლონდარიძის, ნიკოლა ტადიჩის და შეცვლაზე შემოსული აკაკი დვალიშვილის შედეგიანობაც დაერთო, “რუსთავი” შეუჩერებელი გახდა.

მესამე პერიოდში მასპინძელთა უპირატესობამ 20 ქულას გადააჭარბა – 50:39. ამის შემდეგ დაიწყო ბათუმელების ეგრეთ წოდებული კარტბლანში, რაც პრესინგისა და სამქულიანი სროლების მონაცვლეობაში გამოიხატებოდა. რეზო ჩაჩანიძის, ჯუნიუს პროველისა და კოლინ მალკოლმის შედეგიანობით ბათუმელებმა ბოლო პერიოდში 10 ქულამდე შეამცირეს ჩამორჩენა, თუმცა ყველაფერს ნიკოლა ტადიჩის 2-მა და საბა ლობჯანიძის ერთმა სამქულიანმა დაუსვა წერტილი. რუსთაველთა უპირატესობა 15 ქულას ასცდა და ზღვისპირელებს თამაშის გადარჩენის არც დრო შერჩათ და არც რესურსი.

ქვემოქართლურმა გუნდმა საბოლოოდ 100:89 გაიმარჯვა, რაშიც უმეტესი წილი ნიკოლა ტადიჩმა დაიდო. სერბი ცენტრფორვარდის ანგარიშზე 18 ქულა, 15 მოხსნა და 4 პასი დაგროვდა. 20 ქულა და 5 მოხსნა დენზელ ლივინგსტონმა მიითვალა. 15 ქულა აკაკი დვალიშვილმა, ხოლო 14 მერაბ ბოქოლიშვილმა დააგროვა. “ბათუმში” 21 ქულით, 6 პასითა და 6 მოხსნით საუკეთესო იყო ჯუნიუს პროველი, რეზო ჩაჩანიძის ანგარიშზე კი 21 ქულა დაგროვდა.

სუპერლიგის მე-7 ტური 29 და 30 ნოემბერს, ასევე, 1-ელ დეკემბერს გაიმართება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0