რუსთაველებმა წინა ტურში ლიდერთა შორის მყოფი “ბათუმი” დაამარცხეს და დღეს სუპერლიგის მოწინავე თსუ-ს ძლევასაც გეგმავდნენ, რაც არ გამოუვიდათ. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა უნივერსიტეტელებმა ქვემოქ
დასაწყისში თბილისელები 10:0 დაწინაურდნენ, პირველი პერიოდი კი 23:10 მოიგეს. თსუ-ელები გუნდურად და დაბალანსებულად თამაშობდნენ. როგორც პერიმეტრიდან, ისე ფარქვეშიდან, მასპინძლებს ქულების მოგროვება არ უჭირდათ, თუმცა ყველაზე საიმედო იარაღი სწრაფი შეტევები იყო. რუსთაველები მეტოქეს ტემპში ვერ აჰყვნენ და იმ ეპიზოდშიც, როცა ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირეს (47:51), ფონს ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე გადიოდნენ.
თსუ-ს მწვრთნელმა წუთშესვენება აიღო და მოთამაშეებისთვის მიცემული დავალებები კალათბურთელებმა ზუსტად შეასრულეს. ბოლო პერიოდის წინ უნივერსიტეტელები 60:52 იგებდნენ და 9:0 გაქცევის შემდეგ თამაშის ბედი ფაქტობრივად გადაწყვიტეს. რუსთაველებს მცდელობა კი ჰქონდათ, მაგრამ თამაშის გადარჩენის რეალური შესაძლებლობა არ მისცემიათ. თსუ დამაჯერებლად მივიდა სეზონის მე-6 გამარჯვებამდე და სუპერლგის ლიდერობა გაიმყარა – 6 მოგება, 2 მარცხი.
უნივერსიტეტელთაგან ხუთმა მოთამაშემ მიაღწია 10-ქულიან ზღვარს. 14 ქულით გუნდის ბომბარდირი ტრავმამოშუშებული გიორგი ტურძილაძე გახდა. 12 ქულა, 9 პასი და 7 მოხსნა კრის ანდერსონმა მიითვალა, 12 ქულა დაგროვდა რიკი მედისონის ანგარიშზეც, ხოლო გიორგი კორსანტიას ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა – 10 ქულა, 9 მოხსნა მოაგროვა. “რუსთავში” 12-12 ქულით ილია ლონდარიძე და დენზელ ლივინგსტონი გამოირჩნენ.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით