შეხვედრა ოლიმპის 8:0 გაქცევით დაიწყო, თუმცა ლაშა გამყრელიძის გაწვრთნილმა “ტიტებმა” თამაშის დალაგება მოახერხეს და პერიოდის მიწურულს დაწინაურდნენ კიდეც
მეორე მეოთხედში “ოლიმპმა” ლიდერობა 7 ქულამდე გაზარდა, თუმცა თამაშის სცენარიდან გამომდინარე მეტი რესურსი ჰქონდა როგორც დაცვაში, ისე შეტევაში, რითაც “ტიტებს” თამაშის შემობრუნების შანსს არ აძლევდა. უკანა ხაზში დამაჯერებლად ირჯებოდნენ კახა ჯინჭარაძე, დევიონ ტერნერი, კორი ჰოლდენი და რევაზ როგავა, ხოლო ფარქვეშ აკიეან ფრედერიკი დომინირებდა. ბოლო პერიოდის წინ “ოლიმპი” 13 ქულით ლიდერობდა და შეხვედრა ისე ჩაამათავრა, მე-5 გამარჯვებისკენ მის წარმატებულ სვლას საფრთხე არ დამუქრებია.
საბოლოოდ ოლიმპელებმა 15 ქულით იმარჯვეს, რაშიც ლომის წილი 15 ქულითა და 13 მოხსნით აკიეან ფრედერიმა დაიდო. 13 ქულა ჰქონდა კორი ჰოლდენს, ხოლო დევიონ ტერნერისა და კახა ჯინჭარაძის ანგარიშზე 10-10 ქულა დაგროვდა. “ტიტებში”17 ქულითა და 11 მოხსნით ტრისტინ უოლე გამოირჩა, თეიმურაზ ბაბუნაშვილმა კი 14 ქულა მიითვალა.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით