შეხვედრის დასრულებამდე 76 წამით ადრე “ოლიმპი” 75:70 იგებდა, თუმცა ქუთაისელთა გუნდური თამაშითა და გიორგი კორსანტიას მონდომებით იმერულმა კლუბმა გამარჯვება მოახერხა. ეროვნული ნაკრების წევრმა შეტევაში ბურთი ვერ მიიღო, კახა ჯინჭარაძემ ჩაუჭრა და ამან ისეთი მოტივაცია მისცა, რომ დაცვაში ჩამოასწრო და ჯინჭარაძეს ხომ დააფარა და
ოლიმპელებმა კვლავ დაწინაურების შანსი ვერ გამოიყენეს, კევინ ობერვაიზერმა საშუალო სროლა გააცუდა, რის შემდეგაც ჯარვის რეიმ ქუთაისელები დააწინაურა – 77:75 (სტატისტიკა). ოლიმპს ბოლო შეტევა დარჩა, რომელიც ქუთაისელთა მედგარი დაცვის გამო წარმატებით ვერ დააგვირგვინა და შეხვედრაც დასრულდა. გამარჯვებულთაგან 23 ქულით ბომბარდირი გახდა ჯარვის რეი. 15 ქულა და 17 მოხსნა გიორგი კორსანტიამ მოაგროვა, 15 ქულა მოაგროვა სტივენ ფლეჯერმაც. “ოლიმპში” 22 ქულით საუკეთესო იყო იმორას ეიჯი, 15 ქულა კევინ ობერვაიზერმა მოაგროვა, ხოლო ედვარდ ეკიორის ანგარიშზე 8 ქულა და 15 მოხსნა დაგროვდა.
სუპერლიგის კიდევ 2 შეხვედრა ოლიმპიურ სასახლეში 17 აპრილს გაიმართება.
GBF