მატჩის მიმდინარეობის აღწერას აზრი არ აქვს. შეხვედრა რუსთაველთა დომინაციით როგორც დაიწყო, ისე გაგრძელდა და დასრულდა კიდეც. გეორგიოს კეცელიდისის გაწვრთნილი გუნდი ერთი თავით მაღლა იდგა სუპერლიგის ლიდერთა შორის მყოფ “ოლიმპზე”. პირველივე პერიოდში რუსთაველებმა ხელჩასაჭიდი
ქვემოქართლურ გუნდში ყველა მოთამაშემ ჩააგდო ბურთი, ვინც მოედანზე გამოვიდა. ბომბარდირი გახდა ილია ლონდარიძე, რომელმაც 18 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა. 15 ქულით გამოირჩა დენზელ ლივინგსტონი, 14 ქულა და 8 მოხსნა მერაბ ბოქოლიშვილის ანგარიშზე დაგროვდა. “ოლიმპში” 21 ქულით რევაზ როგავა გამოირჩა. 11 ქულა ნიკა რამიშვილმა მიითვალა.
სუპერლიგის მომდევნო, მე-10 ტურის მატჩები 13, 14 და 15 დეკემბერს გაიმართება.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით