ანატოლი ბოისას წარმატებული დებიუტი - "რუსთავმა" "ცხუმ-აფხაზეთი" დაამარცხა

AutoSharing Option
რუსთავი ტრადიციას აგრძელებს. წაგება, მოგება, წაგება, მოგება და ასე გრძელდება დღემდე. ქვემოქართლელებმა სუპერლიგა წაგებით რომ დაიწყეს, მას მერე მოგებ-წაგებას ერთმანეთს უნაცვლებენ. წინა ტურში რუსთაველებმა შინ ტიტებთან წააგეს და დღეს მოგების ჯერზე ცხუმ-აფხაზეთს შეხვდნენ. ტრადიცია გაგრძელდა და შეხვედრა რუსთაველებმა 69:58 მოიგეს. წარმატებული გამოდგა ანატოლი ბოისას დებიუტი მთავარი მწვრთნელის პოსტზე. ეროვნული ნაკრების ყოფილმა წევრმა რუსთავის მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე ბერძენი გეორგიოს კეცელიდისი შეცვალა. ახალი დამრიგებლით რუსთაველებმა პირველივე გასვლითი გამარჯვება მოიპოვეს და სუპერლიგის პირველი წრე 5-5 მოგებ-წაგებით დაასრულეს.

შეხვედრა მცირექულიანი გამოდგა. შესაბამისად, ბევრი იყო
შეცდომები და აცილებული ბურთები. ორივე გუნდი განსაკუთრებულ ყურადღებას დაცვას უთმობდა, შეტევაში კი საბოლოოდ რუსთაველებმა იმარჯვეს, რომლებმაც უფრო გუნდურად ითამაშეს. პირველი პერიოდის შემდეგ ცხუმ-აფხაზეთი ქულას იგებდა, მეორეში კი რუსთაველებმა მინიმალური ჩამორჩენა გააბათილეს და 3 ქულით დაწინაურდნენ. საკვანძო გამოდგა მესამე ათწუთეული, რომელიც ქვემოქართლურმა გუნდმა 18:7 მოიგო და ბოლო პერიოდის წინ 14 ქულით გალიდერდა. დარჩენილ დროში რუსთაველებმა მოპოვებული უპირატესობა ისე შეინარჩუნეს, რომ მოედანზე სიტუაცია არ დაძაბულა. ანატოლი ბოისას გაწვრთნილმა გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო ცხრილში 5 მოგების მქონე ქუთაისს, ვერას და დინამოს შეუერთდა. ეს უკანასკნელი 2 გუნდი ხვალ პირველი წრის ბოლო მატჩებს გამართავენ.

გამარჯვებულ რუსთაველებს 16 ქულით საბა ლობჯანიძემ ულიდერა. 13 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა ილია ლონდარიძემ, ხოლო ამერიკელი დენზელ ლივინგსტონის ანგარიშზე 9 ქულა, 13 მოხსნა და 5 პასი დაგროვდა. ცხუმ-აფხაზეთში 19 ქულით კვან უოლერი, ხოლო 13-ით დეონტა ფრანკლინი გამოირჩა.

სუპერლიგის მე-11 ტურის დარჩენილი 2 შეხვედრა კვირა, 22 დეკემბერს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
თუ უშველის რუსთავს კაი იქნება
Togo
15:09 24-12-2019
0

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0