სუპერლიგის ALL STAR 2020-ის ყველა მონაწილე ცნობილია

AutoSharing Option
საკალათბურთო სუპერლიგის "ყველა ვარსკვლავის" მატჩ-აქციას წელს ხაშური უმასპინძლებს.
ამით "ოლ სტარის" რეგიონებში ჩატარების ტრადიცია გრძელდება, რაც ჩვენს ქვეყანაში კალათბურთის პოპულარიზაციას და სპორტის ამ სახეობაში მეტი ადამიანის ჩართულობას ემსახურება. ბოლო წლებში "ყველა ვარსკვლავის" მატჩი-აქცია ქუთაისში ტარდებოდა და წელს მისი ხაშურში ჩატარება ამ ქალაქში ახალი სპორტკომპლექსის აშენების შემდეგ გადაწყდა.

"ყველა ვარსკვლავის" მატჩ-აქციის ორგანიზატორი გახლავთ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია, ხოლო მხარდამჭერები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, შიდა ქართლის რეგიონალური კალათბურთის ფედერაცია და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია. "ოლ სტარი 2020"-ისთვის სასტარტო ხუთეულები კალათბურთის ფედერაციის
ვებგვერდზე მიმდინარე გამოკითხვის შედეგად შეირჩა, ხოლო სათადარიგოები და საკუთარი ასისტენტები გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა დაასახელეს.

"ყველა ვარსკვლავის" მატჩში ერთმანეთს ადგილობრივი მოთამაშეებისა და ლეგიონერებისგან დაკომპლექტებული გუნდები შეხვდებიან. ტრადიციისამებრ, ვარსკვლავების მატჩთან ერთად გაიმართება კონკურსები სამქულიან სროლებსა და ეფექტურ გდებებში (ჩატენვებში).

სამქულიანების კონკურსში მონაწილეობას სუპერლიგის პირველი წრის შედეგებით 6 საუკეთესო მოთამაშე - საბა ლობჯანიძე (რუსთავი), შონ რაუნდთრი (ქუთაისი), სანდრო სანაძე (თსუ), გიორგი ვახანია (ვერა), ჯეიმზ მილიკენი (ქუთაისი), რევაზ ჩაჩანიძე (ბათუმი) - მიიღებს, ხოლო ჩატენვების კონკურსის მოგებას 3 პრეტენდენტი ეცდება - ნიკა დარბაიძე (ოლიმპი), კოლინ მალკოლმი (ბათუმი) და ჯეიმზ მილიკენი (ქუთაისი).

"ყველა ვარსკვლავის" მატჩ-აქციის ორგანიზებაში აქტიურადაა ჩართული ხაშურის ახალი სპორტკომპლექსის ადმინისტრაცია. დარბაზში მოსულ გულშემატკივარს, სუპერლიგის საუკეთესო მოთამაშეების მატჩისა და კონკურსების გარდა, სხვადასხვა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრის ყურების საშუალებაც ექნება. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია მომავალშიც გააგრძელებს "ოლ სტარის" რეგიონებში ჩატარების ტრადიციას, რისი ხელშემწყობი პირობაც სხვადასხვა ქალაქში მიმდინარე და დასრულებული დარბაზების მშენებლობაა.

ხაშურის სპორტკომპლექსში "ყველა ვარსკვლავის" მატჩი-აქცია 29 იანვარს, 18:00 საათზე დაიწყება.

გამოკითხვის შედეგად მოწინააღმდეგე გუნდების ხუთეულები შეირჩა, ხოლო ლეგიონერები მთავარმა მწვრთნელებმა დაასახელეს:

ადგილობრივები
სასტარტო ხუთეული:
ლუკა ზაქრაძე (თსუ), სანდრო სანაძე (თსუ), გიორგი კორსანტია (თსუ), ალექსანდრე ფევაძე (ბათუმი), გიორგი ტურძილაძე (თსუ)

სათადარიგოები:
ბექა ბექაური (ქუთაისი), რევაზ ჩაჩანიძე (ბათუმი), აკაკი დვალიშვილი (რუსთავი), ლუკა ბულაშვილი (დინამო), საბა ლობჯანიძე (რუსთავი), ნიკა დარბაიძე (ოლიმპი), გიორგი ვახანია (ვერა)

მთავარი მწვრთნელი: გია კაზანჯიანი (ბათუმი)
ასისტენტი: დიმიტრი ჯაკობოვი (ოლიმპი)

ლეგიონერები
სასტარტო ხუთეული:
ჯორჯე მილოსავლევიჩი (თსუ), დევიდ მაკფარლანდი (თსუ), დენზელ ლივინგსტონი (რუსთავი), ნიკოლა ტადიჩი (რუსთავი), მილოშ პაიოვიჩი (ქუთაისი)

სათადარიგოები:
ტაილერ უილიამსი (დინამო), კევინ ობრაიენი (დინამო), კოლინ მალკოლმი (ბათუმი), ჯეიმზ მილიკენი (ქუთაისი), შონ რაუნდთრი (ქუთაისი), კორი სპენსი (ტიტები), ლუკ მეიერი (ტიტები)

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა სამარცხვინოები ხართ , თავაქარაშვილს რას ერჩოდით , კულუარებში არავინ დაკრიშა ? იმიტომაც წყვიტავთ ვარსკვლავებს . არადა ხმის მიცემის დროს პირველზე იყო . თქვენი აყვავებული კალათბუთი არ გაიშვა ხელიდან .
ATP 16 ?
00:22 29-01-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0