"ოლიმპი" ქუთაისში დამარცხდა, "ვერამ" კი რუსთავში იმარჯვა

AutoSharing Option
სუპერლიგის მე-12 ტური დასრულდა. ბოლო 2 მატჩი დღეს რეგიონებში – რუსთავსა და ქუთაისში გაიმართა. ორივე შეხვედრას სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ერთმანეთს ცხრილის შუაწელში, ერთმანეთის გვერდიგვერდ მყოფი გუნდები ხვდებოდნენ.

ქუთაისში სათამაშოდ მე-3 ადგილზე მყოფი “ოლიმპი” ჩავიდა, რომელსაც მეტოქეზე 2-ით მეტი გამარჯვება ჰქონდა და გამარჯვების შემთხვევაში, ცხრილში მე-2 ადგილზე გადადიოდა. დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილმა ოლიმპელებმა მატჩი შედეგიანად დაიწყეს და პირველი პერიოდის შემდეგ 26:21 იგებდნენ, ხოლო მე-12 წუთისთვის 10 ქულითაც დაწინაურდნენ – 31:21.

ქუთაისელებმა თამაშში გარდატეხის შეტანა მოახერხეს, გიორგი ბარბაქაძისა და დეჟან
რაიტის შედეგიანობით წუთნახევრიანი მონაკვეთი 10:0 მოიგეს და მე-15 წუთისთვის 34:33 დაწინაურდნენ. ეს იყო და, მასპინძლებმა მატჩზე კოტროლი დაამყარეს და დიდ შესვენებამდე უპირატესობა 8 ქულამდე გაზარდეს – 50:42.

მეორე ტაიმი ქუთაისელთა შედეგიანი შეტევებით დაიწყო და მასპინძელთა უპირატესობამ მალე 10 ქულას გადააჭარბა. მე-3 პერიოდი იმერულმა კლუბმა 21:9 მოიგო და მოპოვებული 20-ქულიანი ლიდერობით მატჩის ბედი, ფაქტობრივად, გადაწყვიტა. ბოლო ათწუთეულის საწყის წუთებში “ოლიმპმა” ვერ მოახერხა ვითარების შეცვლა – ქუთაისელებმა თამაში მობილიზებით ჩაამთავრეს და საბოლოოდ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს – 89:74.

“ქუთაისში” 27 ქულით საუკეთესო იყო გიორგი ბარბაქაძე. 18 ქულა ჰქონდა დეჟან რაითს, ხოლო ახალწვეულ ჯოვან მურინგის ანგარიშზე 12 ქულა დაგროვდა. ოლიმპელთაგან 18 ქულით საუკეთესო იყო კორი ჰოლდენი, რევაზ როგავას ანგარიშზე კი 10 ქულა და 8 პასი დაგროვდა.

ამ მოგებით "ქუთაისმა" მოგება-წაგებები 6-6-ზე გაითანაბრა და ცხრილში იმავე შედეგის მქონე "დინამოს" და "კაკტუსს" გაუთანაბრდა. "ოლიმპი" კი მე-3 ადგილზე დარჩა, თუმცა კლუბ “ვერას” სახით მას ამ პოზიციის მოზიარე გაუჩნდა. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა ვერელებმა დღეს უმნიშვნელოვანესი მატჩი რუსთავში მოიგეს. თბილისურმა გუნდმა ბოლომდე გაუძლო ქვემოქართლური გუნდის ქომაგებით სავსე დარბაზის ზეწოლას და სწორი, გააზრებული და რაც მთავარია, შედეგიანი თამაშის წყალობით "რუსთავი" 80:70 დაამარცხა.

არადა, რუსთაველებმა თამაში კარგად დაიწყეს და სწრაფად მოხვეჭილი ქულების წყალობით ხელჩასაჭიდი ლიდერობა მოიპოვეს, პერიოდი კი 22:13 მოიგეს. ვერელებმა მეორე პერიოდიდან თამაში დაალაგეს, რაშიც მათ კარგად დაბალანსებულმა შემადგენლობამ შეუწყო ხელი. უკანა ხაზში ერთმანეთს გივი ბაქრაძე და ბრენდონ სლაი შეუწყვილდნენ, წინა ხაზში – ვახტანგ ქადარია და ვენდელ ლუისი, ამ რგოლების შემაკავშირებლად კი მაიკ ჰიუზი და ირაკლი სულხანიშვილი ირჯებოდნენ. ვერელებმა მეორე პერიოდში ჩამორჩენა შეამცირეს, დიდ შესვენებაზე 2-ქულიანი დეფიციტით გავიდნენ, ხოლო მესამეში სამიზნე გაისწორეს და როგორც პერიმეტრიდან, ისე ფარქვეშიდან დასაწინაურებლად სამყოფი ქულები მიითვალეს.

მეტოქეზე მთავარი იერიში ხოშტარიას გუნდმა ბოლო პერიოდში მიიტანა. ბრენდონ სლაიმ და გივი ბაქრაძემ პერიმეტრიდან ხომ ყარეს ქულები და გამოზომილი პასებით ვენდელ ლუისსა და ვახტანგ ქადარიასაც არაერთხელ ჩააგდებინეს. რუსთაველებს თამაშის მოგების დრო და რესურსი ჰქონდათ, მაგრამ მწყობრი დაცვით ვერელებმა მასპინძლებს არაერთი შეცდომა დააშვებინეს.

ბოლოსწინა წუთზე ქადარიამ სამქულიანი მიითვალა, რითაც ვერელები 73:67 დააწინაურა და როცა რუსთაველთა საპასუხო შეტევაში სლაიმ გოგა ცეკვავას ჩაუჭრა და სწრაფი შეტევა ზუსტი ორქულიანით დააგვირგვინა, გამარჯვებულის ვინაობაც გაირკვა – 75:67 დასრულებამდე 1:20 წუთით ადრე. საბოლოოდ ვერელებმა 10-ქულიანი გამარჯვება მოიპოვეს და როგორც მოგახსენეთ, ცხრილში მე-3 ადგილზე მყოფ “ოლიმპს” შეუწყვილდნენ.

გამარჯვებულებს 28 ქულით ბრენდონ სლაიმ ულიდერა. 15 ქულა, 7 მოხსნა და 7 პასი გივი ბაქრაძემ, ხოლო 14 ქულა – ვახტანგ ქადარიამ მოაგროვა. 9 ქულითა და უკანახაზელისთვის ბარაქიანი 17 მოხსნით მაიკ ჰიუზი გამოირჩა. რუსთაველთაგან 13 ქულით ბომბარდირი გახდა მერაბ ბოქოლიშვილი, ნიკოლა ტადიჩმა 12 ქულა მოაგროვა, საერთო სარგებლიანობის ინდექსით (15) კი საუკეთესო ილია ლონდარიძე გახდა.

სუპერლიგის მორიგი ტურის მატჩები 14 და 15 თებერვალს – თბილისსა და რუსთავში გაიმართება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ээх Рустави , пора играть
Валерик
00:57 10-02-2020
0

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0