"ვერამ" ზედიზედ მესამედ მოიგო, "ცხუმ-აფხაზეთმა" კი 7 წაგების შემდეგ იმარჯვა

AutoSharing Option
სუპერლიგის მე-13 ტური დღეს თბილისში 2 მატჩით დაიწყო. ოლიმპიურ სასახლეში საკმაოდ საინტერესო შეხვედრები გაიმართა, რომლებშიც სატურნირო თვალსაზრისით საინტერესო ანგარიშები დაფიქსირდა. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილი “ვერა” წარმატებულ სვლას აგრძელებს. ვერელებმა მეორე წრის ზედიზედ მესამე მატჩი მოიგეს და ცხრილში მეორე ადგილამდე აღზევდნენ.

ვერელთა მეტოქე “ტიტები” გახლდათ, რომელიც ცხრილის ქვედა ნახევარში იმყოფება, თუმცა გაცილებით მეტის ამბიცია გააჩნია. ლაშა გამყრელიძის გაწვრთნილმა გუნდმა პირველ ნახევარში თანაბარი ბრძოლა გაუმართა ვერელებს, თუმცა დიდი შესვენების შემდეგ ხოშტარიას გუნდმა ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვა, რაც მათი დაბალანსებული თამაშის შედეგი გახლდათ.

ვერელები შედეგიანად
თამაშობდნენ როგორც ფარქვეშ, ისე – პერიმეტრზე. ვენდელ ლუისმა, რომელმაც საბოლოოდ 28 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა, მეურვეები აშკარად დაჯაბნა. რაკი ამერიკელი ლეგიონერი სამწამიანს საიმედოდ აკონტროლებდა, “ვერას” მეორე მეფარე, ვახტანგ ქადარია თავს პერიმეტრზე აწევის უფლებას აძლევდა და მეტოქეს შორიდან უტევდა. ნომინალურმა ცენტრმა ქადარიამ 3 სამქულიანი ჩააგდო, რაც დიდი უპირატესობა აღმოჩნდა მწირექულიან და თანაბარ თამაშში. “ვერას” ლიდერობამ მესამე პერიოდში 10 ქულას რომ გადააჭარბა, ამის შემდეგ მეტოქე ახლოს აღარ მიუშვია.

საბოლოოდ ვერელებმა 75:66 იმარჯვეს და წარმატებული მატჩების სერია 3-ამდე გაზარდეს. ხოშტარიას გუნდს 8 მოგება და 5 მარცხი აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება. ლუისის შემდეგ 15 ქულითა და 12 მოხსნით ვერელთაგან ქადარია გამოირჩა. 15 ქულა მიითვალა გივი ბაქრაძემ, ხოლო ბრენდონ სლაიმ თავი 10 ქულას მოუყარა. ტიტებში 17 ქულითა და 8 მოხსნით საუკეთესო იყო ნიკა მეტრეველი, კორი სპენსმა კი შეხვედრა 20 ქულით დაასრულა.

გვარიანი პაუზის შემდეგ გაიმარჯვა “ცხუმ-აფხაზეთმა”, რომლის მთავარი მწვრთნელი 2 კვირის წინ ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი გახდა. ეს გახლდათ ახალი თავკაცის პირველი მოგებული მატჩი, რომელიც ძალიან წარუმატებლად დაიწყო. “ოლიმპმა” ანგარიში 10:0 წაიყვანა, შემდეგ 16:2 იგებდა, თუმცა ცხუმელებმა თამაში გამოასწორეს, ტაქტიკა შეცვალეს და ჩამორჩენის გაბათილებას შეუდგნენ.

პირველი პერიოდის ბოლომდე ჩერქეზიშვილის გუნდი მეტოქეს 7 ქულამდე მიუახლოვდა, ხოლო მეორე ათწუთეულში დაცვა კიდევ უფრო გაამაგრა, რამაც ოლიმპელთა შეცდომები გაახშირა და დიდი შესვენებისთვის ცხუმ-აფხაზეთმა ლიდერობა მოიპოვა – 29:28. გუნდის ახალწვეულები – ტეილორ ბესიქი და დევიდ როლინსი შედეგიანობით გამოირჩეოდნენ, რომელთა მეოხებითა და გუნდური თამაშის წყალობით “ცხუმ-აფხაზეთმა” ბოლო პერიოდში 9-ქულიანი ლიდერობა მოიპოვა.

“ოლიმპმა” ბოლომდე იბრძოლა და დასკვნით წუთზე ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა. დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილ ოლიმპელებს ანგარიშის გათანაბრების რამდენიმე შანსი ჰქონდათ, თუმცა გადამწყვეტ მომენტში მიზანმა უმტყუნათ, ცხუმ-აფხაზეთმა კი შედეგიანად გამოიყენა მეტოქის შეცდომები და 7-მატჩიანი წარუმატელები სერიის შემდეგ ნავსი გატეხა – 63:62.

გამარჯვებულთაგან 18 ქულით დევიდ როლინსი გამოირჩა. 12 ქულა მოაგროვა ტეილორ ბესიქმა, გიორგი შარაბიძის ანგარიშზე კი 8 ქულა დაგროვდა. ოლიმპში 18 ქულითა და 10 მოხსნით საუკეთესო იყო აკიეან ფრედერიკი. 11 ქულა და 14 მოხსნა მოაგროვა დევიონ ტერნერმა, ხოლო 13 – კორი ჰოლდენმა.

მე-13 ტურის დარჩენილი 3 მატჩი 15 თებერვალს, თბილისსა და რუსთავში გაიმართება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0