სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს შემადგენლობის ფორმირება დასრულებული არ აქვს და 2 ამერიკელ ლეგიონერს ელოდება, თუმცა დღევანდელ შეხვედრაში ბრძოლისა და გამართული ტაქტიკის წყალობით გამარჯვების მოპოვება მაინც მოახერხა.
ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილი უნივერსიტეტელები სწრაფი შეტევებით თამაშობდნენ და
თსუ ისე მივიდა გამარჯვებამდე, ვითარება არც დაძაბულა. უნივერსიტეტელებმა გუნდურად ითამაშეს, თუმცა გამოკვეთილი ლიდერი ამერიკელი ლეგიონერის – ბრენდონ სლაის სახით ჰყავდათ, რომელსაც სამმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა: 26 ქულა, 9 მოხსნა, 8 პასი. 18 ქულით დაასრულა შეხვედრა საბა ლობჯანიძემ, 13 ქულა ჰქონდა მიხეილ ჭოჭუას, ხოლო 12 – ლუკა ზაქრაძეს. "ბათუმში" 20 ქულით ბომბარდირი გახდა სერბი ახალწვეული პეტარ არატინოვიჩი, ხოლო მისმა თანამემამულემ, ნიკოლა ვუიოვიჩმა შეხვედრა 11 ქულითა და 14 მოხსნით დაასრულა. ორმაგი დუბლი გაიფორმა ბექა ბექაურმაც – 13 ქულა, 11 მოხსნა.
სუპერლიგის პირველი ტურის დარჩენილი 2 მატჩი 21 ოქტომბერს გაიმართება:
ტიტები – ცხუმ-აფხაზეთი 14:00
ოლიმპი – დინამო 16:30
GBF.GE