მაიკლ დიქსონის 19-ქულიანი დებიუტი "ტიტებში"

AutoSharing Option
საკალათბურთო სუპერლიგის მორიგი 2 მატჩი გაიმართა დღეს თბილისსა და ქუთაისში. მატჩები პარალელურ რეჟიმში ჩატარდა.

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩემპიონატის ნომინალურმა ლიდერმა თსუ-მ “ტიტები” დაამარცხა – 100:89 (სტატისტიკა). შეხვედრა უნივერსიტეტელთა უპირატესობით რომ დაიწყო, ასევე დასრულდა. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილი გუნდი სოლიდურ უპირატესობას რომ დაეპატრონა, ხელიდან მატჩის ბოლომდე არ გაუშვია. უნივერსიტეტელებს საკმაოდ დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავთ როგორც ლეგიონერებით, ისე ქართველი კალათბურთელებით. სწორედ ამის ხარჯზე თსუ-ს პრობლემები არ შექმნია.

“ტიტებში” კი დებიუტი ჰქონდა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ წევრს, ქართული პასპორტის მქონე ამერიკელ მაიკლ დიქსონს, რომელმაც ვერ
აუწყო ფეხი თსუ-ელთა სწრაფ ტემპს. დიქსონი სათანადო ფორმაში არაა და სანამ თამაშის ეშხში შევიდოდა და ქულების დაგროვებას დაიწყებდა, თამაშის ბოლომ მოატანა.

საბოლოოდ დიქსონმა 19 ქულა ჩააგდო, თუმცა ეს ვერაფერი შვება გამოდგა "ტიტებისთვის". თსუ-ს რიგებში შეუჩერებელნი იყვნენ ქუენთინ დავი (30 ქულა, 12 მოხსნა) და ბრენდონ სლაი (26 ქულა, 8 მოხსნა).

თსუ-ს 4 მოგება და 2 მარცხი აქვს და პირველ ადგილზე იმყოფება. დაკარული ქულებით კი ლიდერი “ქუთაისია”, რომელსაც 5-დან 5 გამარჯვება აქვს. ქუთაისელებმა მე-5 მატჩი დღეს, საკუთარ კედლებში, “მგზავრებთან” მოიგეს. მატჩი საკმაოდ დაძაბული იყო და მისი ბედი ბოლო წუთებზე, მასპინძელთა სასარგებლოდ გადაწყდა – 95:89 (სტატისტიკა).

სუპერლიგის მორიგი მატჩი 8 დეკემბერს, რუსთავში გაიმართება, სადაც სათამაშოდ “ბათუმი” ჩავა.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0