თსუ-მ “ტიტებს” სერია 3:1 მოუგო და ნახევარფინალში “ოლიმპს” შეუწყვილდა

AutoSharing Option
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი სუპერლიგის ნახევარფინალში გავიდა. ლექსო ლაფანაშვილის, ნუგზარ ჭეიშვილისა და დიმიტრი ჭელიძის გაწვრთნილმა გუნდმა მეოთხედფინალური სერიის მე-4 მატჩში “ტიტები” დამაჯერებელი სხვაობით – 96:67 დაამარცხა და სერიაში მოგებების სამამდე გაზრდით პლეი-ოფის მომდევნო რაუნდის საგზური მოიპოვა. ნახევარფინალში უნივერსიტეტელებს “ოლიმპი” შეხვდებათ, რომელმაც “მეგასთან” სერია კიდევ უფრო დამაჯერებლად – 3:0 მოიგო.

მაყურებელმა 2 რადიკალურად განსხვავებული ტაიმი იხილა. პირველში “ტიტები” ლიდერობდა, ბესო ლეჟავას გუნდი სულ წინ იყო და ერთ ეპიზოდში 10 ქულითაც დაწინაურდა – 40:30. ეს ანგარიში მეორე პერიოდის მე-8 წუთის შუაწელში დაფიქსირდა,
რის შემდეგაც 7 წუთის მანძილზე “ტიტების” კალათბურთელებმა ბურთი ვერ ჩააგდეს. შესაბამისად, მეორე პერიოდის ბოლო ორ-ნახევარი და მესამეს საწყისი ოთხ-ნახევარი წუთი თსუ-მ მშრალად ჩაატარა და თავად 26 ქულა მიითვალა. თსუ-მ არნახული გაქცევის შემდეგ 10-ქულიანი ჩამორჩენა 16-ქულიან ლიდერობად აქცია, რითაც მეტოქეს საბოლოო განაჩენი გამოუტანა.

ძნელად მოიძებნება გუნდი, 0:26 წაგებული 7-წუთიანი მონაკვეთის შემდეგ რომ თამაშის შემოტრიალება მოახერხოს. “ტიტებიც” საბოლოოდ გატყდა და დარჩენილ 15 წუთში არათუ მოსაგებად გაიწია, კიდევ უფრო ჩამორჩა. უნივერსიტეტელებმა სწრაფი, აგრესიული და გააზრებული კალათბურთი ითამაშეს, რითაც გამარჯვება დაიმსახურეს.

უნივერსიტეტის გუნდში საუკეთესო შედეგი ნიკა დარბაიძემ დააფიქსირა – 15 ქულა, 10 მოხსნა და 4 პასი. ლოველ ქაბილმა 17 ქულა, 9 მოხსნა, 5 პასი და 4 ჩაჭრა მიითვალა. ჯუვარის ჰეისის ანგარიშზე კი 12 ქულა და 11 მოხსნა დაგროვდა. "ტიტებში" 16 ქულითა და 15 მოხსნით საუკეთესო იყო ჯავიონ ოგუნიემი. 14 ქულა კრის პარკერმა, ხოლო 13 – აკაკი ლომოურმა მიითვალა.

"ტიტებისთვის" სეზონი დასრულდა, თსუ კი 12 მაისიდან ნახევარფინალურ სერიას “ოლიმპთან” გააჩაღებს.

GBF
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფეხის წვერებით თუ წაიწევა კიდევ წინ უფრო ახლოდან გამოუვა სროლა და პროცენტი მეტია.
0

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0