როგორც სერიის პირველ მატჩში, გამარჯვებული ძირითად დროში არც ამჯერად გამოვლენილა. თუკი წინა შეხვედრაში 2 ოვერტაიმი გახდა საჭირო, მეორეში მხოლოდ ერთმა იკმარა. მატჩის რეგულარული დრო ფრედ – 77:77 დასრულდა, ხოლო დამატებით ხუთწუთეულში მასპინძლებმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს.
წინა მატჩთან ის მსგავსებაც გახლდათ, რომ ძირითადი დროის ბოლო წამებზე გათანაბრება მასპინძლებს
ჯარვის რეიმ ოვერტაიმშიც გამოიჩინა თავი, ჯერ ორქულიანით “ქუთაისი” დააწინაურა, შემდეგ კი სამქულიანიც მიითვალა და ანგარიში 84:79 გახადა. ამის შემდეგ ზღვისპირელები საბოლოოდ გატყდნენ და სერიის მეორე შეხვედრაც დასანანად დათმეს – 90:96 (სტატისტიკა). 35 ქულით ჯარვის რეიმ მიმდინარე პლეი ოფის რეკორდი დამყარა. 19 ქულა სტივენ ფლეჯერმა, ხოლო 17 – ადრიან ბოუიმ მიითვალა. ბათუმში 22 ქულით ბომბარდირი გახდა კაილი რიდლი, 18 ქულა და 9 მოხსნა ბექა ბექაურის ანგარიშზეა.
ამ გუნდებს შორის ნახევარფინალური სერიის მე-3 მატჩი ბათუმში 17 მაისს გაიმართება.
GBF
"ოლიმპმა" თსუ-ს სძლია და ნახევარფინალურ სერიაში დაწინაურდა
"ბათუმი" და "ქუთაისი" ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც ერთმანეთს შეხვდებიან