საბოლოოდ მატჩი თსუ-ს 21-ქულიანი გამარჯვებით – 75:54 დასრულდა. ასე მცირე ქულები ოლიმპელებს მიმდინარე სეზონში არ მიუთვლიათ, რაც უნივერსიტეტელთა დიდებულ დაცვით თამაშზე მიუთითებს. თსუ თავიდანვე მოტივირებული და მაქსიმალურად მობილიზებული გამოვიდა მოედანზე და სადებიუტო ლიდერობა პერიოდის ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა – 18:11.
მეორე ათწუთეულში ვითარება არ შეცვლილა, თუმცა "ოლიმპის" შეცდომებით თსუ
თსუ-ს ლოველ ქაბილმა ულიდერა, რომელმაც 23 ქულა მიითვალა. 13 ქულა და 10 მოხსნა პაპ დიოპმა მიითვალა, ნიკოლოზ დარბაიძის ანგარიშზე კი 10 ქულა დაგროვდა. "ოლიმპში" 17 ქულა ჰქონდა იმორას ეიჯის, 13 ქულას დასჯერდა კახაბერ ჯინჭარაძე.
ნახევარფინალურ სერიაში ოლიმპელები 2:1 იგებენ და ფინალში გასასვლელად 1 მოგება აკლიათ, თსუ-ს კი ამის გასაკეთებლად მიჯრით 2 გამარჯვება სჭირდება. სერიის მომდევნო მატჩი ოლიმპიურ სასახლეში 17 მაისს, 18:00 საათზე გაიმართება.
GBF