"კავკასიამ" ურუსთავშიც მოიგო და სუპერლიგის ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდია

AutoSharing Option
სუპერლიგის მე-5 ტურში 2 დაუმარცხებელი გუნდის გზები გადაიკვეთა. ჩემპიონატში წაუგებელი მხოლოდ "რუსთავი" და "კავკასია" იყვნენ დარჩენილი და ეს გუნდები დღეს ერთმანეთს ქვემო ქართლში შეხვდნენ. მასპინძლებს 3-დან 3 მოგება ჰქონდათ, სტუმრებს კი 4-დან 4 – გამარჯვებული სუპერლიგის ერთპიროვნული ლიდერი ხდებოდა.

"კავკასიას" რუსთავში ბლომად ქომაგი ჩაჰყვა, რომლებმაც თავიანთ გუნდს ბოლომდე უქომაგეს. შეხვედრა ბოლო პერიოდში ოციოდ წუთით შეწყდა, რაც დარბაზის დაკვამლიანების გამო მოხდა. მაყურებლებმა სავარაუდოდ პეტარდები გახსნეს და მსაჯებმა მანამ არ გააგრძელეს მატჩი, სანამ მოედანი არ დასუფთავდა.

ამ მომენტისთვის "კავკასია" 8 ქულით იგებდა,
თუმცა მთავარი მწვრთნელი ბექა წივწივაძე და ერთ-ერთი ლიდერი ჯასტინ ფორესტი გაგდებული ჰყავდა. წივწივაძე მსაჯებთან ერთ-ერთი ეპიზოდის გაპროტესტების გამო იყო მოედნიდან გასული, ფორესტმა კი ტექნიკური და არასპორტული ჯარიმები მიიღო. კავკასიელების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ დარჩენილ დროში არათუ მეტოქეს მიახლოების საშუალება მისცეს, არამედ კიდევ უფრო ჩამოიტოვეს. 

დასკვნითი პერიოდი "კავკასიამ" 29:15 მოიგო და "რუსთავი" საბოლოოდ დიდი სხვაობით – 88:67 (სტატისტიკა) დაამარცხა. კავკასიელებს კრის მაკნილმა ულიდერა 22 ქულით. აიზია ელისმა 18 ქულა და 15 მოხსნა მოაგროვა. ლევან გოგიჩაიშვილის ანგარიშზე 13 ქულა და 9 მოხსნა დაგროვდა. "რუსთავში" 17 ქულით ბომბრდირი გახდა ტრეი კროფტი. ეივერი დიგსის ანგარიშზე კი 14 ქულა და 7 მოხსნა დაგროვდა.

"კავკასია" 5-დან 5 მოგებით სუპერლიგის ერთპიროვნული ლიდერია. "რუსთავი" კი 3 მოგებითა და 1 მარცხით მე-4 ადგილზე განთავსდა. სუპერლიგის მე-5 ტურის დარჩენილი ერთი შეხვედრა ორშაბათს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება: "ვერა" "ქუთაისის" წინააღმდეგ.

GBF
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0