"ვერამ" მიმდინარე სუპერლიგაში პირველი გამარჯვება "ქუთაისთან" მოიპოვა

AutoSharing Option
სუპერლიგაში მოგების გარეშე აღარავინაა. ერთადერთი გუნდი, რომელმაც მოგების გემო არ იცოდა, "ვერა" გახლდათ, რომელმაც სუპერლიგაში პირველი გამარჯვება დღეს მოიპოვა. დავით გასიტაშვილის გაწვრთნილმა ვერელებმა მე-5 ტურის დასკვნით შეხვედრაში “ქუთაისს” უმასპინძლეს და 85:77 დაამარცხეს. ამრიგად, საწყისი 4 წაგების შემდეგ "ვერამ" პირველი გამარჯვება იზეიმა, რაც ქუთაისელებისთვის განგაშის მიზეზი უნდა იყოს. მოქმედი ჩემპიონი ისე უიმედოდ აგებს ბოლო მატჩებს, რომ თუ ასე გააგრძელა, ტიტულის დაცვა კი არა, უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება გაუხდება მთავარ სამიზნედ.

კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ქუთაისელებმა მიმდინარე სუპერლიგაში მხოლოდ 1 შეხვედრა, ისიც მძლავრ
"ოლიმპთან" მოიგეს – თსუ-სთან, "ბათუმთან" და "ვერასთან" კი თამაშები უშანსოდ დათმეს. სამივე წაგებულ შეხვედრაში ქუთაისელებს წარმატების შანსი არ ჰქონიათ. ასე იყო დღესაც – "ვერასთან" 8 ქულით წაგებულ შეხვედრაში. საბოლოო სხვაობა ბევრი არ გახლდათ, თუმცა ბოლო პერიოდში ვერელთა ლიდერობამ რამდენჯერმე 20-ს მიაღწია და შეხვედრის ბედი საფინალო სირენამდე საკმაო ხნით ადრე გაარკვია. ქუთაისელებმა ბოლო წუთებზე ჩამორჩენის შემცირება შეძლეს და თუ ეს რამე შვებას ნიშნავს, ღირსეული სხვაობით წააგეს.

ვერელებმა დიდებული მესამე პერიოდი ჩაატარეს და ამ საკვანძო მონაკვეთში გატეხეს მეტოქე. პირველი ნახევრის შემდეგ თბილისური გუნდი მხოლოდ 8 ქულას იგებდა, ხოლო დიდი შესვენების შემდეგ ტემპს კიდევ უმატა, სიზუსტის ხარისხიც გაზარდა და უპირატესობაც - 22 ქულამდე. გამოსარჩევია მარტის კიმბროს გარჯა, რომელმაც 6 სამქულიანი, ჯამში კი 29 ქულა მიითვალა. 14 ქულით ლუკა ზაქრაძე გამოირჩა. ქუთაისელთაგან ცენტრის, კრისტოფერ უეირის გარჯაა გამოსარჩევი – 17 ქულა, 9 მოხსნა. 

სუპერლიგის მომდევნო ტურის მატჩები 1, 2 და 3 დეკემბერს გაიმართება.

GBF
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0