"ტიტების" 20 სამქულიანი და მოიერის სარგებლიანობის უმაღლესი მაჩვენებელი

AutoSharing Option
ოლიმპიურ სასახლეში სუპერლიგის მე-7 ტურის დარჩენილი ერთი მატჩი გაიმართა. ბესიკ ლეჟავას გაწვრთნილმა “ტიტებმა” კოტე ტუღუშის “ქუთაისს” უმასპინძლა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა – 86:82 (სტატისტიკა).

"ტიტებმა" ამით 3-მატჩიანი უიღბლო სერია შეწყვიტა, ქუთაისისთვის კი კრიზისი გრძელდება. მოქმედ ჩემპიონს 6 მატჩში უკვე მე-4 მარცხი მოუგროვდა და ამ გუნდით წინ რომ ვერ წავლენ, იმერული კლუბის ხელმძღვანელობამაც კარგად იცის. იცის და, ცვლილებებიც დაიწყო: ქუთაისელები ლეგიონერების ნაწილს უშვებენ და მათ ნაცვლად უფრო ძლიერები ჩამოჰყავთ. ამ როტაციის გამო დღეს ტუღუშის გუნდმა 7 კალათბურთელით ითამაშა – სტენლი დევისი
და კარტერ სკაგსი განაცხადში არ იყვნენ. ისინი, სავარაუდოდ, გუნდს დატოვებენ.

სრული შემადგენლობითაც რომ ყოფილიყვნენ, ძნელი სავარაუდოა, "ქუთაისს" ტიტებისთვის წინააღმდეგობა გაეწია. ლეჟავას გუნდმა მიმდინარე სუპერლიგის რეკორდი დაამყარა 20 ჩაგდებული სამქულიანით. აქამდელი საუკეთესო შედეგიც "ტიტებს" ეკუთვნოდა, თუმცა 16 სამქულიანს ლეჟავას გუნდი "რუსთავთან" იყოფდა. 

რეკორდი დაამყარა ლუკ მოიერმა, რომელიც 2 წლის წინ სწორედ ქუთაისში თამაშობდა. მოიერმა მიმდინარე სეზონში სარგებლიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა – 43. იმ 36 წუთში, რაც მან მოედანზე დაჰყო, 31 ქულა, 11 მოხსნა, 6 პასი და 6 ჩაჭრა მიითვალა. მოიერის მსგავსად 6 სამქულიანი ჩააგდო "ტიტების" ახალგაზრდა მოთამაშე მიქეილ უგრეხელიძემ. 

27-ე წუთისთვის "ტიტები" 31 ქულით იგებდა და ცხადია, მატჩს სპორტული ინტერესი ნაადრევად დაეკარგა. სუპერლიგის მორიგი ტურის მატჩები 11 დეკემბერს – თბილისსა და რუსთავში გაიმართება.

GBF

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0