კაკტუსმა ქუთაისში მოიგო და სუპერლიგაში ერთპიროვნულად გალიდერდა

AutoSharing Option
სუპერლიგის ერთ მატჩს დღეს ქუთაისმა უმასპინძლა. იმერეთის მთავარ ქალაქში სუპერლიგის ერთ-ერთი ლიდერი “კაკტუსი” ჩავიდა და მასპინძლები დაძაბულ ბრძოლაში – 83:81 (სტატისტიკა) დაამარცხა. ქუთაისელებს საკადრო პრობლემები აქვთ, თუმცა პროგრესის გზას ადგანან – თუკი წინა შეხვედრაში 6 კალათბურთელით ითამაშეს, კაკტუსთან ქუთაისელები 7 კალათბურთელით წარდგნენ და გამარჯვებამდეც მცირედი დააკლდათ.

გამარჯვება თუ არა, ოვერტაიმი ქუთაისელებს ხელში ეჭირათ, თუმცა გუნდის კაპიტანმა და ყველაზე გამოცდილმა კალათბურთელმა ძირითადი დროის ბოლო წამზე ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ ჩააგდო. გიორგი ბარბაქაძე 81:83 ანგარიშზე კაკტუსელთა საჯარიმოში შევიდა და ისე, რომ ხელს არავინ
უშლიდა, ფარქვეშიდან შეუტია. ბურთი რკალზე გაგორდა, თუმცა კალათში არ ჩაეშვა და საფინალო სირენაც გაისმა.

ამ ეპიზოდამდე კაკტუსი დამაჯერებლად ლიდერობდა. შეხვედრის დასრულებამდე 1 წუთზე ოდნავ მეტი რჩებოდა, სტუმრები 83:76 რომ იგებდნენ, თუმცა ბარბაქაძისა და ლუკა მაზიაშვილის ქულებით მასპინძლებმა ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირეს. კაკტუსელთა ახალმა ლეგიონერმა, სედრიკ ალეიმ შეტევა გააცუდა და ქუთაისელებს გათანაბრების შანსი მიეცათ, რომელიც ბარბაქაძემ ვერ გამოიყენა და შეხვედრაც დასრულდა.

კაკტუსში ტრადიციულად ფარზე დომინირებდა ჯეისონ კოპმანი, რომელმაც ამჯერად 17 ქულა და 18 მოხსნა მიითვალა და მატჩის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. 21 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა რაიან ალენმა, 17 ქულა კი რევაზ ჩაჩანიძის ანგარიშზე დაგროვდა. ქუთაისელთაგან 18 ქულით, 11 პასითა და 7 მოხსნით საუკეთესო იყო ჯარვის რეი. 27 ქულით ბომბარდირი ლუკა მაზიაშვილი გახდა.

სუპერლიგის ტურის დარჩენილი 3 მატჩი ხვალ, 24 დეკემბერს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. კაკტუსმა ამ მოგებით სუპერლიგაში ერთპიროვნული ლიდერობა მოიპოვა – ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილი გუნდის ანგარიშზე 8 მოგება და 1 მარცხია.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
დაფნის ფოთოლმა რა ქნა ხომ არ იცით? ბადრიჯანს ეთამაშებოდა სტუმრად
ბატონი ბიძინი
17:07 24-12-2022
0

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0