კავკასიამ ვერა დაამარცხა

AutoSharing Option
პარასკევს დანიშნული სუპერლიგის მე-4 მატჩიც დასრულდა. დღის ბოლო შეხვედრაში სუპერლიგის ერთ-ერთი მოწინავე გუნდი ბოლოადგილოსანს შეხვდა. “ვერამ” ყველაფერი გააკეთა, მაგრამ დებიუტანტის, თუმც ერთ-ერთი ლიდერის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო. “კავკასიას”, რომელმაც “კაკტუსთან” ერთად პირველი წრე ლიდერის ამპლუაში დაასრულა, მეორე წრეში ორივე შეხვედრა ჰქონდა წაგებული და აუტსაიდერად მოგების შანსი ხელიდან არ გაუშვა.

ბექა წივწივაძის გაწვრთნილ კავკასიას 2 მოთამაშე აკლდა – ლიდერი ილია ლონდარიძე და ახალგაზრდა გამთამაშებელი, ლევან ქვარცხავა. მიუხედავად ამისა, კავკასიას არ გასჭირვებია გამარჯვების მოპოვება. საბოლოო ანგარიშში სხვაობა მხოლოდ 7 ქულაა, თუმცა ვერელებმა მას
შემდეგ შეამცირეს სხვაობა, როცა თამაშის ბედი გადაწყვეტილი იყო. 3 წუთზე ნაკლები რჩებოდა, როცა კრის მაკნილის ორქულიანის შემდეგ კავკასია 82:63 დაწინაურდა. აქ ყველაფერი გაირკვა და დარჩენილ დროში კავკასია უპრობლემოდ მივიდა გამარჯვებამდე – 83:76 (სტატისტიკა).

გამარჯვებულებს 21-21 ქულით ჯასტინ ფორესტმა და კრის მაკნილმა ულიდერეს.მატჩის ერთადერთო ორმაგი დუბლი აიზია ელისმა გაიფორმა – 13 ქულა, 10 მოხსნა. ვერაში 16 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო იყო კაიდენ რაისი. ვახტანგ გოგბერაშვილმა 10 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა.

ამ ტურის ბოლო შეხვედრა, რომელშიც მარგვეთი რუსთავს უმასპინძლებს, 11 თებერვალს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

GBF

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0