"კავკასიამ" "ტიტებს" დაძაბულ ბრძოლაში, 78:77 მოუგო

AutoSharing Option
სუპერლიგის ერთ-ერთმა ლიდერმა "კავკასიამ" ბეწვის ხიდზე გაიარა. ბექა წივწივაძის გუნდის მეტოქე ცხრილის ქვედა ნახევარში მყოფი "ტიტები" გახლდათ. მატჩი საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა და კავკასიელთა სასარგებლოდ, ერთქულიანი სხვაობით დასრულდა. შეხვედრის ბოლო 1,30 წუთში ბურთი არ ჩავარდა, ხოლო გამარჯვებულმა "კავკასიამ" ბოლო 3,30 წუთში ქულაც ვერ მიითვალა, თუმცა "ტიტებმა" ამით ვერ ისარგებლა და ერთი ქულით – 87:88 დამარცხდა.

ზოგადად, გამარჯვებას ორივე გუნდი იმსახურებდა. ბესიკ ლეჟავას გაწვრთნილმა "ტიტებმა", რომელიც ძლიერ მეტოქეს მთელი ტაიმი ტოლ-სწორად ეპაექრებოდა, მესამე პერიოდი ჩააგდო და ლამის უიმედოდ ჩამორჩენილმა, თამაშის შემოტრიალება შეძლო.
დიდი შესვენებისთვის ანგარიში "ტიტებს" მიჰყავდა – 45:43, თუმცა მესამე პერიოდში კავკასიელებმა თამაშის სადავეები ხელთ იგდეს და ათწუთეულის 26:11 მოგებით, დასკვნითი პერიოდის წინ 13 ქულით გალიდერდნენ.

13 ქულით იგებდა "კავკასია" მატჩის დასრულებამდე 6,30 წუთით ადრეც (75:62) და თითქოს გამარჯვებაც განაღდებული ჰქონდა, თუმცა "ტიტების" კალათბურთელებმა სამაგალითო ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს და კენდრიკ ტომპსონის, გიორგი გოგუას, დარიუს ბელისა და სანდრო სანაძის ქულებით ორწუთ-ნახევარი 9:0 მოიგეს და მეტოქეს 4 ქულით (71:75) მიუახლოვდნენ. შემდეგ შეტევაში, თამაშის დასრულებამდე 3,30 წუთი რომ რჩებოდა, კავკასიელებმა ამ შეხვედრაში ბოლო ბურთი ჩააგდეს – ჯასტინ ფორესტმა სამქულიანით "კავკასია" 78:71 დააწინაურა.

კენდრიკ ტომპსონმა და მიქაელ უგრეხელიძემ ჩამორჩენა მინიმუმამდე შეკვეცეს და როცა კავკასიელმა ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა სამქულიანი ააცილა, "ტიტებს" მოგების რეალური შანსი მიეცა. გადამწყვეტ მომენტში იმ კალათბურთელმა ვერ იყოჩაღა, რომლის დიდი დამსახურებაც იყო, "ტიტებს" რომ მოგების შანსი გაუჩნდა. ტომპსონმა ერთ შეტევაში ორჯერ ააცილა ბურთი და როცა "კავკასიასაც" გაუცუდდა შეტევა, ისევ ტომპსონმა შეუტია, თუმცა ისევ არაზუსტად.

"ტიტებმა" პრესინგს მიმართა და ტაქტიკური ჯარიმებით იმდენს მიაღწია, მეტოქეს მისსავე მოედანზე ბურთი დააკარგვინა. კრის მაკნილი მეურვეს ზეწოლას ვერ აერიდა და გვერდით ხაზს ბურთიანად გასცდა. "ტიტებს" შესატევად 3 წამზე ოდნავ მეტი ჰქონდა, რაც საკმარისი დრო იყო ბურთის ჩასაგდებად, მაგრამ სანდრო სანაძის სამქულიანი, რომელიც დღეს ბიძა გახდა (დუდა სანაძეს ვაჟი შეეძინა, რასაც კალათბურთის ფედერაციის სახელით ვულოცავთ), კავკასიელთა კალათში არ ჩაეშვა.

გამარჯვებულთაგან 27 ქულითა და 4-4 მოხსნა-პასით საუკეთესო იყო კრის მაკნილი. 19 ქულა ჯასტინ ფორესტმა მიითვალა. 3 სამქულიანით მოგროვებული 9 ქულით გუნდს დიდი დახმარება გაუწია ახალგაზრდა გიორგი რუხაძემ. "ტიტებში" 16 ქულით ბომბარდირი ტომპსონი გახდა, ხოლო საუკეთესო სტატისტიკა აკაკი ლომოურს (11 ქულა, 9 მოხსნა) და დარიუს ბელს (13 ქულა, 7 მოხსნა) ჰქონდათ.

დღესვე ერთი მატჩი გაიმართა აჭარაში, სადაც სათამაშოდ დაკარგული ქულებით სუპერლიგის ლიდერი "ოლიმპი" ჩავიდა და ბოლო მატჩებში წარმატებულ "ბათუმს" დამაჯერებლად სძლია. დავით როგავას გაწვრთნილმა გუნდმა პირველი ნახევარი 52:36 მოიგო და მოპოვებული სოლიდური უპირატესობა მეორე ტაიმში კომფორტულად შეინარჩუნა. საბოლოოდ "ოლიმპმა" 94:79 (სტატისტიკა) სძლია "ბათუმს", რაშიც ლომის წილი 30 ქულის ჩამგდებ დრუ კუქსჰაუსენს ეკუთვნის.

სუპერლიგის მომდევნო მატჩები ხვალ, 16 თებერვალს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

GBF
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0