შეგახსენებთ, რომ სუპერლიგის რეგულარულ ჩემპიონატში 11-მა გუნდმა 2 წრე ითამაშა, რის შემდეგაც 8 საუკეთესო პლეი-ოფში გადავიდა და საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას აგრძელებენ. "კავკასიამ" რეგულარულ ჩემპიონატში მე-3 ადგილი დაიკავა და მეოთხედფინალურ სერიაში მეექვსეზე
მატჩი კავასიელთა დიდი უპირატესობით დაიწყო და შეხვედრის მე-8 წუთისთვის მასპინძლები 15 ქულით (24:9) დაწინაურდნენ. ბათუმელებმა საქმის გამოსწორება მეორე პერიოდიდან დაიწყეს, როცა მწვრთნელის, ბუბა ბერიშვილის გადაადგილებებმა თამაშის მსვლელობაზე ეფექტურად იმოქმედა. დაცვითი ზღუდის გაძლიერებით, კავკასიელებმა შეცდომებს უხშირეს, რითაც სტუმრები სარგებლობდნენ, შეტევაში სწრაფად გადადიოდნენ და შედეგიანი გარღვევებით ჩამორჩენას ამცირებდნენ. ნომინალური მეფარის, ლაშა მიქელაძის პერიმეტრიდან ჩაგდებულმა ბურთებმა კი განსაკუთრებული ეფექტი მოახდინა და ბათუმელებმა დიდი შესვენებისთვის ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირეს – 40:43.
მესამე პერიოდიდან "კავკასიამ" ახალი ძალებით შეუტია. ამერიკელ უკანახაზელებს – კრის მაკნილსა და ჯასტინ ფორესტს, ფეხი კარგად აუწყვეს მეფარეებმა, ილია ლონდარიძემ, აიზია ელისმა და განსაკუთრებით – ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა, რომელიც თავიდანვე შედეგიანად ირჯებოდა და საბოლოო გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.
"ბათუმი" არ ნებდებოდა, ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ ბოლო წუთზე არ გაუმართლა. საკვანძო მომენტში სამქულიანი ვერ ჩააგდო, თორემ ვითარება მაქსიმალურად დაიძაბებოდა. კავკასიელებმა დამაჯერებლად ჩაამთავრეს თამაში, ჩასაგდები საჯარიმოები ჩააგდეს და საბოლოოდ 90:84 გაიმარჯვეს.
"კავკასიაში" 19 ქულითა და 10 პასით საუკეთესო იყო კრის მაკნილი. 17 ქულითა და 4 პასით დაასრულა მატჩი გაფრინდაშვილმა, აიზია ელისმა 15 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა. "ბათუმში" 23 ქულით საუკეთესო იყო კაილი რიდლი. 15 ქულა ლაშა მიქელაძის ანგარიშზეა.
GBF