თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი თსუ საქართველოს ჩემპიონია!

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი საქართველოს ჩემპიონია. ლექსო ლაფანაშვილის ხელმძღვანელობით, თსუ სუპერლიგის ჩემპიონი არსებობის ისტორიაში პირველად გახდა. უნივერსიტეტელები აქამდე ორჯერ ყოფილან ფინალურ სერიაში, თუმცა 2010 წელს ტიტული ჯერ რუსთავის "ენერჯი ინვესტთან" დათმეს, მომდევნო სეზონში კი "არმიასთანაც" დამარცხდნენ. ეს სეზონი კი სახელმწიფო უნივერსიტეტელებისთვის ისტორიული გამოდგა – გუნდმა დუბლი შეასრულა, სეზონის ორივე უმაღლესი ტიტული – საქართველოს თასის გათამაშება და სუპერლიგა მოიგო.

თსუ-მ წლევანდელ ჩემპიონობამდე საკმაოდ რთული გზა გამოიარა. გუნდში იყო ცვლილებები – პირველ წრეში რამდენიმე ლეგიონერი გამოცვალეს, თუმცა თსუ-ს ძირითადი ბირთვი, რომელზეც მომავალი
წარმატებები აიგო, იყვნენ საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელები – მიხეილ ბერიშვილი, ბექა ბექაური და გიორგი ცინცაძე. განსაკუთრებით, ეს უკანასკნელი, რომელმაც პლეი-ოფში დიდებულად ითამაშა და თსუ-ელებს ძალიან საკვანძო მატჩები პირადად მოაგებინა.

ცინცაძე სუპერლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, თუმცა სანამ დაჯილდოება გაიმართებოდა, რუსთავის გადაჭედილ დარბაზში, რომელიც მთელი თამაშის განმავლობაში გუგუნებდა, დიდი ბრძოლა გაიმართა. ჩემპიონობის ბედი ერთ მატჩზე ეკიდა. რუსთაველებმა ამ მატჩის მასპინძლობის უფლება თბილისში, წინა მატჩის დამაჯერებლად მოგებით დაიმსახურეს. ანატოლი ბოისას გაწვრთნილმა გუნდმა 29 ქულით დაამარცხა თსუ, სერიაში ანგარიში გაათანაბრა და ჩემპიონის ტიტულის მოსაგებად საუკეთესო, საშინაო ატმოსფეროზე უკეთესს ვერ ინატრებდა.

მატჩი ისეთი გამოვიდა, სუპერფინალს რომ შეეფერება. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. თავდაპირველად მასპინძლები გალიდერდნენ, პერიოდის მეორე ნახევარში კი თსუ-მ თამაში დაალაგა, მოედანზე გიორგი ცინცაძე გამოჩნდა და 2-წუთიან შესვენებაზე ლაფანაშვილის გუნდი 3-ქულიანი ლიდერობით გავიდა – 22:19.

მეორე პერიოდში თსუ-მ განაგრძო სტაბილური თამაში, რაც მალკოლმ დრამრაითისა და ჯიმონ ჰენსონის ძალიან სტაბილური თამაშის დამსახურება გახლდათ. ეს მოთამაშეები შეტევაში ხომ დიდებულად თამაშობდნენ და დაცვაშიც ეხმარებოდნენ თავიანთ გუნდელებს. თსუ-ს უპირატესობა სწორედ დაცვიდან მოდიოდა. რუსთაველებს თითოეული ბურთის ჩაგდება ძალიან უჭირდათ, როცა თსუ-ს შეტევები უფრო მარტივ და ჰაეროვან ხასიათს ატარებდა.

მესამე პერიოდი შეიძლება გამხდარიყო გარდამტეხი, თუმცა "რუსთავმა" ვერ მოახერხა იმ უპირატესობით ბოლომდე სარგებლობა, რომელიც აღნიშნულ ათწუთეულში მოიპოვა – დიდი შესვენების შემდეგ თსუ-ს შემტევებს მიზანი ცოტათი გაუმრუდდათ და სწრაფი შეტევების ხარჯზე "რუსთავმა" პირველი ტაიმის შემდეგ არსებული 5-ქულიანი ჩამორჩენა გააბათილა და ბოლო პერიოდს ლიდერის ამპლუაში შეხვდა – 61:60.

ცხადი იყო, ყველაფერი ბოლო პერიოდში უნდა გადაწყვეტილიყო, თუმცა ისეთ ფინალს, როგორიც გათამაშდა, ბევრი არ მოელოდა. თამაში ისე მიმდინარეობდა, ყველა დრამატული ბოლო წუთების მოლოდინში იყო, მაგრამ მეოთხე პერიოდის შუაწელში თსუ-მ საჩემპიონო გაქცევა მოაწყო. მოხდა ისე, რომ რუსთაველების უშედეგო შეტევებს უნივერსიტეტელები შედეგიანი შეტევებით პასუხობდნენ – თან ერთმანეთის მიყოლებით მიხეილ ბერიშვილმა, მაკოლმ დრამრაითმა და ჯიმონ ჰენსონმა სამქულიანები ჩააგდეს და თსუ-მ 2-ქულიანი ჩამორჩენა (68:70) 11-ქულიან ლიდერობად (81:70) აქცია.

ასეთ დროს, როცა ქულა-ქულაში თამაში მიმდინარეობს და ბოლო პერიოდია, 13:0 გაქცევა გამარჯვების ტოლფასია. თსუ რომ 11 ქულით გალიდერდა, საფინალო სირენამდე 3 წუთი რჩებოდა და ყველაფერი ნათელი გახდა. ტრიბუნების მხურვალე მხარდაჭერისა და მთელ მოედანზე დაწესებული მჭიდრო პრესინგის მიუხედავად, "რუსთავი" გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩნდა. თსუ იოლად მივიდა გამარჯვებამდე და საფინალო სირენის შემდეგ საჩემპიონო ზარ-ზეიმიც მოიწყო.

ჩემპიონებს ჯიმონ ჰენსომა ულიდრა, რომელმაც 31 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. 17 ქულა, 5 მოხსნა და 5 პასი მალკოლმ დრამრაითის ანგარიშზეა. გიორგი ცინცაძემ შეხვედრა და სეზონი 11 ქულით, 9 პასით და 3 მოხსნით დაასრულა. "რუსთავში" 20 ქულით და 7-7 მოხსნა-პასით საუკეთესო იყო ტრეი კროფტი. ლევან ბაბილოძემ 21 ქულა მოიხვეჭა, ხოლო ანზორ ნადირაძე მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლის ავტორია – 12 ქულა, 10 მოხსნა.

დაჯილდოების ცერემონიალი რუსთაველთათვის ვერცხლის მედლების გადაცემით დაიწყო. ქვემო ქართლის გუნდი მედლებით სუპერლიგის დირექტორმა გიორგი ჯაფარიძემ და კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენელმა ვანო ლაცაბიძემ დააჯილდოეს. თსუ-ს კალათბურთელებს ოქროს მედლები ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარემ, პაატა გურასპაულმა გადასცა.

საუკეთესო მწვრთნელი

2022-23 წლების სეზონის სუპერლიგის საუკეთესო მწვრთნელი გახდა თსუ-ს მთავარი მწვრთნელი ლექსო ლაფანაშვილი, რომელსაც ცნობილი ქართველი სპეციალისტის, გიორგი ავალიშვილის სახელობის თასი გადასცა საკალათბურთო სუპერლიგის დირექტორმა გიორგი ჯაფარიძემ.

საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე

2022-23 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის პრიზი ტრაგიკულად დაღუპული კალათბურთელის – ზვიად მიქაძის სახელობისაა. მისი მფლობელი გახდა საკალათბურთო კლუბ "კავკასიის" წევრი ნიკოლოზ გაფრინდაშვილი. გაფრინდაშვილს ჯილდო ზვიად მიქაძის შვილებმა – სალომე და იოანა მიქაძეებმა გადასცეს.

სეზონის გამორჩეული ახალგაზრდა მოთამაშე

სეზონის გამორჩეული მოთამაშის პრიზი ცნობილი ქართველი კალათბურთელის, გელა დარსაძის სახელობისაა. აღნიშნული პრიზი საკალათბურთო კლუბ "ოლიმპის" წევრმა ლუკა ლიკლიკაძემ დაიმსახურა. ლიკლიკაძეს პრიზი გელა დარსაძის მეუღლემ, ქალბატონმა ნინო ადამიამ გადასცა.

სეზონის საუკეთესო მოთამაშე – MVP

სუპერლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშე, ტრადიციულად, გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომელშიც ჟურნალისტები, სუპერლიგის მწვრთნელები და კომისრები მონაწილეობდნენ (იხილეთ გამოკითხვის შედეგები). სეზონის MVP გახდა თსუ-ს უკანახაზელი გიორგი ცინცაძე, რომელსაც სპეციალური პრიზი ვანო ლაცაბიძემ უსახსოვრა.

საჩემპიონო თასის გადაცემა

თსუ-ს კაპიტანს, ნიკოლოზ დარბაიძეს, სუპერლიგის 2022-23 წლების სეზონის საჩემპიონო თასი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარემ, პაატა გურასპაულმა გადასცა.

GBF
მკითხველის კომენტარები / 2 /
ყოჩაღ თსუ, გილოცავთ ღირსეულ ჩემპიონობას!
Nika
02:37 30-05-2023
1
ქუჩის კალათბურთი და მიდგომა ერთ მხარეს.
აბდულაი
22:17 29-05-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0