ჩემპიონობის და თასის მომგები თსუ-ს კალათბურთელები უნივერსიტეტის რექტორმა მედლებით დააჯილდოვა

AutoSharing Option
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ სუპერლიგის ჩემპიონი თსუ-ს სრული შემადგენლობა უნივერსიტეტის მედლებით დააჯილდოვა. თსუ-ს კალათბურთელებმა არსებობის ისტორიაში პირველად მოიპოვეს საქართველოს ჩემპიონობა, თუმცა მხოლოდ ეს არ გახლავთ უნივერსიტეტელთა წლევანდელი მიღწევა.

თსუ-მ აპრილის თვეში საქართველოს თასი მოიგო და სუპერლიგის ჩემპიონობის შემდეგ შეასრულა დუბლი – მოიგო ჩვენს ქვეყანაში არსებული 2 უმაღლესი საკალათბურთო ტიტული. სწორედ ამ გამორჩეული მიღწევისთვის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ გუნდის მოთამაშეები, მწვრთნელები, ექიმები და სრული შემადგენლობა თსუ-ს მედლებით დააჯილდოვა.

დაჯილდოების ცერემონია თსუ-ს პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში გაიმართა, რომელსაც უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასა და მოწვეულ
სტუმრებთან ერთად საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ვიქტორ სანიკიძე, გენერალური მდივნის მოადგილე ლაშა გამყრელიძე, გამგეობის თავმჯდომარე პაატა გურასპაული და სუპერლიგის დირექტორი გიორგი ჯაფარიძე დაესწრნენ.

GBF
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0