სუპერლიგა დაიწყო: სახელცვლილმა გაუ-მ დებიუტანტი "ორბი" ოვერტაიმში დაამარცხა

AutoSharing Option
საქართველოს 32-ე ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო. სუპერლიგაში წლეულს 11 გუნდი იასპარეზებს, საიდანაც 7 რეგიონისაა, 3 გუნდი კი დედაქალაქს წარმოადგენს. მრავალწლიანი შესვენების შემდეგ სუპერლიგა ტურებად ჩატარდება. თითო ტურში 5 მატჩი გაიმართება, შესაბამისად, 1 გუნდი დაისვენებს ხოლმე.

20 ტურის შემდეგ 8 საუკეთესო პლეი ოფში გადაინაცვლებს. მე-9 ადგილზე გასული გუნდი სეზონს დაასრულებს, მე-10 გუნდი სუპერლიგაში დასარჩენად ქვედალიგელ მეორეადგილოსანთან საკვალიფიკაციო რაუნდში დაიცავს სუპერლიგაში ადგილს, ხოლო ბოლო, მე-11 ადგილზე გასული გუნდი “ა” ლიგაში დაქვეითდება.

პირველი ტურის მატჩები 14, 15 და 16 ოქტომბერს ჩატარდება. 14 ოქტომბერს 2
მატჩია დაგეგმილი, რომელთაგანაც 1 უკვე ჩატარდა. თბილისი არენაზე, გაუ-მ ტყიბულის ორბს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში, ოვერტაიმში გადასულ შეხვედრაში 108:102  იმარჯვა. გაუ გახლავთ კლუბ “ოლიმპის” ახალი სახელწოდება. ნუგზარ აბულაძის (პრეზიდენტი) გუნდი ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტ გაუ-სთან კოლაბორაციაში შევიდა და მომავალ სეზონში აღნიშნული უნივერსიტეტის სახელით იასპარეზებს.

პირველივე მატჩში სახელცვლილმა გუნდმა დიდი ბრძოლა გადაიტანა. სუპერლიგაში “ა” ლიგიდან” ამოსულმა ტყიბულის “ორბმა” გაუ-ს თანაბარი ბრძოლა გაუმართა. მეორე მეოთხედში 12-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და ძირითადი დროის დასრულებამდე 3 წუთით ადრე 7 ქულითაც დაწინაურდა, თუმცა გიორგი ლაშქარაძის გაწვრთნილმა გაუ-მ (მთავარი მწვრთნელი, რევაზ როგავა ამერიკაში, სამწვრთნელო სემინარზე იმყოფება) ბოლო წუთებზე მოახერხა ანგარიშის გათანაბრება და თამაში ოვერტაიმში გადაიზარდა.

დამატებით ხუთწუთეულში ლეგიონერების ხარჯზე გაუ-მ მოახერხა გამარჯვების მოპოვება. გუნდს 31 ქულითა და 10 მოხსნით ენდრიუ ლუისმა ულიდერა. 26 ქულა და 14 მოხსნა მოაგროვა აიზია სმოლმა, ლუკa ლიკლიკაძემ 18 ქულა, 7 პასი და 6 მოხსნა მიითვალა. ორბში 32 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო იყო კენი კუპერი. დონტრელ მაკ-ქუარტერმა 25 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა.

დღეს, მორიგი შეხვედრა რუსთავში 17:30 საათზე გაიმართება, სადაც სათამაშოდ ქუთაისი ჩავა.

GBF.GE

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
სუპერლიგა (და არამარტო) დაიწყო ერთ დარბაზში! დარბაზები არ გვაქვს 21-ე საუკუნეში ბაზებსა და აკადემიებზე რომ აღარაფერი ვთქვათ და აქედან გამომდინარე ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატზე საპრიზო ადგილებზე გასვლაზე კიარა, პროგრესზე, პროფესიულ ზრდასა და კონკურენტუნარიან გარემოზე ლაპარაკი ზედმეტია. ყველა კლუბს უნდა ჰქონდეს დარბაზი, აკადემია, ბაზები და სხვა ის ყველა აუცილებელი რამ, რაც რევოლუციურ ძვრას მოახდენდა დინამიური პროგრესიით, მაგრამ არსებობს კია ამის ნება თუ კუს ნაბიჯებით სიარული გვინდა?!
ლაშა
19:49 14-10-2023
1

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0