"მარგვეთმა" 21 ქულის სხვაობით – 94:73 (სტატისტიკა) იმარჯვა. პირველი პერიოდის შემდეგ ზესტაფონელები 26:10 იგებდნენ, ხოლო დიდი შესვენებისთვის სხვაობა 19 ქულამდე გაზარდეს. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდის წარმატების მიზეზი ძალიან მარტივი იყო. ზესტაფონელთა
ამას დავუმატოთ ტანმორჩილი, თუმცა უსწრაფესი და რაც მთავარია, სნაიპერული თვისებებით დაჯილდოებული მაიკლ მეისი, რომელიც დუდუ დადიანის მემორიალზე 25.8 ქულას, 5.5 მოხსნას და 3.5 პასს ისე ითვლიდა, რომ მატჩში საშუალოდ 3.8 სამიანს აგდებდა. დღევანდელ მატჩში მეისმა "კავკასიას" 3 სამიანი ჩაუგდო, თუმცა ესეც საკმარისი იყო. თითქმის შეუჩერებელი იყო ლუკა ზაქრაძე, რომელიც კარიერის ზენიტშია და რაც "მარგვეთს" შეუერთდა, მხოლოდ დადებითი კუთხით თუ შევაფასებთ.
მთლიანობაში, "მარგვეთის" უპირატესობა აშკარა იყო და ზესტაფონელებმაც დამაჯერებლად, დამსახურებულად გაიმარჯვეს. "მარგვეთი" საშინაო მატჩებს ზესტაფონში ჯერ ვერ ატარებს. დარბაზის ტექნიკური მხარე ახალ წლამდე უნდა მოწესრიგდეს და სავარაუდოდ, მეორე წრიდან "მარგვეთი" თამაშებს ზესტაფონში უმასპინძლებს.
დღევანდელი მატჩის ლიდერებიდან ზაქრაძის მონაგარია გამოსარჩევი – 31 ქულა, 6 პასი, 5 მოხსნა. ტაიშონ კროუფორდმა 23 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. 20 ქულა მაიკლ მეისის ანგარიშზეა, ხოლო ირაკლი სულხანიშვილმა შეხვედრა 11 ქულითა და 5 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. "კავკასიაში" 21 ქულით საუკეთესო იყო ლუკა მაზიაშვილი. 16 ქულა ილია ლონდარიძემ, ხოლო 15 – ლენელ ჰენრიმ მიითვალა.
სუპერლიგის პირველი ტურის დღეს გასამართი მატჩი თსუ-სა და გორის "ივერიონს" შორის გადაიდო და სავარაუდოდ, დეკემბრის ბოლოს ჩატარდება. მიზეზი თსუ-ს ევროთასებზე მონაწილეობაა, რომელიც ხვალ გერმანიაში, ფიბა-ევროპის თასის მატჩის სათამაშოდ მიემგზავრება. პირველი ტურის დარჩენილი 1 მატჩი ხვალ, 16 ოქტომბერს, გურჯაანში გაიმართება, სადაც "დელტა" "ბათუმს" უმასპინძლებს.
GBF.GE