ლუკა ლიკლიკაძის ლიდერობით გაუ-მ რაშს 108:103 მოუგო

AutoSharing Option
ართულ-ამერიკული უნივერსიტეტის გუნდმა სუპერლიგაში მე-2 გამარჯვება მოიპოვა. აქამდე ოლიმპის სახელით მოასპარეზე გუნდმა უნივერსიტეტთან გაერთიანების შემდეგ აქცენტი ახალგაზრდებზე აიღო და საქმეც საკმაოდ კარგად მისდის. წინა ტურში გაუ-მ ქუთაისში უშანსოდ წააგო, თუმცა დღეს რაში დაამარხა და 3 ტურის შემდეგ 2 გამარჯვება აქვს.

რაში სუპერლიგის დებიუტანტია, რომელმაც სადებიუტო მატჩში საკმაოდ მძლავრი მეტოქე- “ქუთაისი” დაამარცხა და აქედან გამომდინარე, გაუ-სთანაც მოგებას გეგმავდა. მთავარი მწვრთნელის, დავით როგავას გარეშე მოთამაშე გაუ-მ მშვენიერი კალათბურთი ითამაშა და დამსახურებულად გაიმარჯვა. როგავა ამერიკაში, სამწვრთნელო პროგრამით იმყოფება და გაუ-ს მისი ასისტენტი, გიორგი
ლაშქარაძე უძღვება. ამერიკელი ლეგიონერებისა და მარჯვე ახალგაზრდა კალათბურთელების კარგი სინთეზით გაუ-მ რაში თავიდანვე ჩამოიტოვა და მთელი თამაშის მანძილზე ლიდერობდა.

დაცვა ორივე გუნდს შესუსტებული ჰყავს და ფაქტიც სახეზეა: ორივე მათგანი ასცდა 100-ქულიან ზღვარს ისე, რომ ოვერტაიმი არ დაფიქსირებულა. მე-3 პერიოდის შუაწელში გაუ-ს ლიდერობამ 20 ქულას გადააბიჯა – 67:46, თუმცა ბესიკ ლეჟავას გაწვრთნილი გუნდი არ გატყდა. რაშის სამწვრთნელო შტაბმა წუთშესვენებაც აიღო, ტაქტიკის ცვლილებაც დაავალა მოთამაშეებს და ამან საბოლოოდ გაჭრა.

მესამე პერიოდის დასრულებისთვის რაშმა ჩამორჩენა 12 ქულამდე შეამცირა და დასკვნით ათწუთულში მეტოქეზე გადამწყვეტ იერიში მიიტანა. შეხვედრის დასრულებამდე 2:40 წუთით ადრე ერიკ ფრედერიკმა ბურთის ეფექტური გდებით ანგარიში გაათანაბრა (97:97), რასაც ეროვნული ნაკრების წევრის – ლუკა ლიკლიკაძის საპასუხო სამქულიანი მოჰყვა და ოლიმპი კვლავ დაწინაურდა, ამჯერად, საბოლოოდ. თამაშის ბოლოსწინა წუთზე კიდევ ერთმა ახალგაზრდამ, საბა შარვაშიძემ ორიანი ჩააგდო და ოლიმპი 102:97 დააწინაურა. შარვაშიძემ ცოტა ხანში რაშის ლიდერ ერიკ ფრედერიკს დაუფარა, შესატევად განკუთვნილი 24 წამი ამოიწურა და ოლიმპმა გამარჯვება გაინაღდა. 108:103 (სტატისტიკა) საბოლოო ანგარიშია.

გამარჯვებულებს 29 ქულითა და 9 პასით ლუკა ლიკლიკაძემ ულიდერა, რომელმაც 6-დან 5 ორქულიანი ჩააგდო. 22 ქულა და 7 პასი ენდრიუ ლუისმა მიითვალა, აიზია სმოლის ანგარიშზე 13 ქულა და 10 მოხსნა დაგროვდა. რაშის შემადგენლობაში 29 ქულით საუკეთესო იყო ერიკ ფრედერიკი. 22 ქულა სანდრო სანაძემ ჩააგდო, დექუან უილიამსმა კი 10 ქულა და 14 მოხსნა მოაგროვა.

მე-3 ტურის მორიგი 2 შეხვედრა კვირას, 29 ოქტომბერს, რეგიონებში გაიმართება. გურჯაანი დელტა გურჯაანში კავკასიას უმასპინძლებს, ბათუმი კი გორის ივერიონს დაუხვდება.

GBF

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0